ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩემ ინმა სამხედროებს დაავალა, დაიწყონ იმ რეგიონების სასწრაფოდ დახმარება, რომელიც ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ დააზარალა, - ამის შესახებ BBC წერს.
ეკონომიკური კრიზისისა და საკვების არასაკმარისი მარაგის ფონზე, შესაძლოა, ამან მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზიანოს. არსებული ინფორმაციით, დატბორილია ასობით ჰექტარი სამეურნეო სავარგული. დაზიანებულია სახლები, ხიდები და ლიანდაგებიც. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შენობები სახურავებამდეა დატბორილი.
ჯერ კიდევ ივნისში, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ „საკვების თვალსაზრისით, ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა“. მისი განცხადებით, გასული წლის ტაუფუნების გამო, სოფლის მეურნეობაში დასახული გეგმა ვერ შესრულდა.
ჩრდილოეთ კორეაზე არაერთი საერთაშორისო სანქციაა დაწესებული, მიზეზი მის მიერ წარმოებული ბირთვული პროგრამაა.