ავღანეთის უსაფრთხოების ძალები „თალიბებთან“ უკვე მეხუთე პროვინციაში დამარცხდნენ. დაჯგუფებამ ყუნდუზის პროვინციის ამავე სახელწოდების ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ყუნდუზიც დაიკავეს, რაც მთელ პროვინციაზე კონტროლს გულისხმობს, - ამის შესახებ BBC წერს.
იქამდე, კვირას, მათ სარიპულისა და თალიკანის პროვინციებიც დაიკავეს. იქამდე, მათ ხელში კიდევ ორი პროვინცია აღმოჩნდა. ეს კი ნიშნავს, რომ „თალიბების“ კონტროლი უკვე 5 რეგიონულ ცენტრზე ვრცელდება.
დაჯგუფება აცხადებს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მთავრობასთან, არანაირი შეთანხმება არ არსებობს“.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.