გაეროს ანგარიში: ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებას განაგრძობს

გაეროს ანგარიში: ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებას განაგრძობს

2021 წლის პირველ ნახევარში, ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო სანქციების დარღვევით ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებას განაგრძობდა. აღნიშნულს გაეროს ანგარიში ცხადყოფს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო.

„გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შენარჩუნებასა და განვითარებას განაგრძობს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ივნისში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიისა და ტაიფუნების გამო, ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობაა.

ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გამო, ჩრდილოეთ კორეას გაეროს სანქციები 2006 წლიდან ადევს.

 

 

Katana . მართალს ამბობდა პრეზიდენტი ტრამპი გაეროს შესახებ: ძალიან ძვირი გვიჯდება ამ სრულიად უსარგებლო ორგანიზაციის შენახვაო!

გაეროს დადგენილებები მხოლოდ ჩვენნაირი კვაზი-სახელმწიფოებისთვისაა სავალდებულო, თორემ არა მხოლოდ ძლიერთ, თვით ჩრდ. კორეასა და ისრაელსაც კი ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაიკიდონ...
3 წლის უკან