პოლონეთი და ბელარუსი ევროკავშირს მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს ბელარუსიდან მიგრანტების გაზრდილ ნაკადთან გამკლავებაში - პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით, ასევე საიმიგრაციო და თავშესაფრის შესახებ პოლიტიკის გაძლიერების გზით, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ არარეგულარული მიგრაციის იარაღის შექმნას, რათა პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდეს ევროკავშირსა და მის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებზე. მტკიცედ გვჯერა, რომ შენგენის გარე საზღვრების დაცვა არ არის მხოლოდ ცალკეული წევრი ქვეყნების მოვალეობა, არამედ - ევროკავშირის საერთო პასუხისმგებლობაც”, - აღნიშნულია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, პოლონეთის საზღვარზე 133 ბელარუსი შეაჩერეს, მაშინ, როცა მთელი გასული წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 122 იყო.
ბელორუსიის საზღვრის დაცვის სააგენტო კი განმარტავს, რომ ლიეტუვას საზღვართან კონტროლი გაამკაცრეს.
ოფიციალური ვარშავა მიგრანტთა გაზრდილ ნაკადს ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წევრის, კრისტინა ტიმანოვსკაიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს. სპორტსმენმა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა, პოლონეთის ჰუმანიტარული ვიზა ცოტა ხნის წინ მიიღო.