„ხალხის იმ ნაწილმა, რომელიც დღეს ოკუპირებულ დონბასში ცხოვრობს, მკაფიოდ უნდა გაიგოს, რომ თუ დღეს დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე ცხოვრობ და მიიჩნევ, რომ შენი გზა რუსეთისკენაა და რუსი ხარ, დონბასში დარჩენა დიდი შეცდომაა. დონბასი არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია. უბრალოდ არასდროს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დონბასის ოკუპაცია ბერლინის კედელივითაა, რომელიც ადრე თუ გვიან დაეცემა.
„თუ რუსეთი გიყვარს და მიიჩნევ, რომ მთელი ცხოვრება უკრაინის ტერიტორიაზე გაატარე, მაგრამ გრძნობდი, რომ ეს რუსეთია, მაშინ უნდა წახვიდე და შენი ადგილი რუსეთში ეძებო“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.