„მეორე ტური რომ იყოს, არველაძე ვერ გადავა და მეორე ტურში ვიხილავთ მელიასა და კალაძეს, არველაძის ხმები კალაძესთან წავა და კალაძე გაიმარჯვებს“

„მეორე ტური რომ იყოს, არველაძე ვერ გადავა და მეორე ტურში ვიხილავთ მელიასა და კალაძეს, არველაძის ხმები კალაძესთან წავა და კალაძე გაიმარჯვებს“

„ციფრები, რა თქმა უნდა, შეიცვლება, საარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო და მინიმუმ 10-10%-ით მაინც გაიზრდება, - 20-25% „ნაცმოძრაობას“ და 40%-მდე „ქართულ ოცნებას“ ექნება. ის რომ, გახარიას აქვს 9%, ბუნებრივია, - მისი პროცენტიც მოიმატებს, თუმცა, გააჩნია როგორ წარმართავს თავის საარჩევნო კამპანიას. თუ გახარია შეძლებს, რომ პროპორციულ არჩევნებში ორნიშნა ციფრი დააფიქსიროს, საკმაოდ კარგი იქნება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-ს განუცხადა.

IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას,“ 14% „ნაციონალურ მოძრაობას,“ ხოლო გიორგი გახარიას პარტიას 9% მისცემდა.

ამასთან, ამ გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად პატრიარქი, კახა კალაძე და გიორგი გახარია მოსწონს. რამდენად არის შესაძლებელი, რომ უახლოეს მომავალში გახარია-კალაძის დუეტი ვიხილოთ?

- თავის დროზე ვთვლიდი, რომ თუ ეს ტანდემი და კვირიკაშვილი იქნებოდა, ეს სერიოზული პოლიტიკური ძალა გახდებოდა. კვირიკაშვილი ახალ მთვარესავით, ხან გამოჩნდება პოლიტიკურ აsპარეზზე, ხან გაქრება, ჩემთვის გაუგებარ სვლებს აკეთებს.

მანამდე, იყო გახარია და შემდეგ კალაძე. როდესაც გახარია „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ეს შეიცვალა და გადაჯგუფება მოხდა - ახლა კალაძეა პირველ ადგილზე, გახარია - მეორეზე, თუმცა, პროცენტულად, დიდი სხვაობა არც მაშინ იყო და არც ახლაა. დღეს მათი ერთ გუნდში მოაზრება გაჭირდება.

და როგორ განვითარებას ელოდებით, რა სცენარია მოსალოდნელი?

- თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო სერიოზული წარმატების მიღწევა თვითმმართელობის არჩევნებში, არ გამოვრიცხავ, რომ კალაძე ძალიან მოკლე ხანში თბილისის მერობიდან წავიდეს და დაიკავოს პრემიერის პოსტი - „ქართულ ოცნებას“ ჩაუდგეს სათავეში.

კახა კალაძის გარდა, მმართველ გუნდს არ ჰყავს ისეთი წონიანი ლიდერი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს?

- დღეს „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეიტინგული კალაძეა. ამიტომაც, თუ ვერ მიიღებს მმართველი გუნდი 43%-ს და პროცესები ისე წავა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება ეს ნაბიჯი გადადგას, ჯერ ეს ცვლილება მოხდება ხელისუფლებაში - კახა კალაძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და შემდეგ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ეს სცენარი უფრო რეალურია, ვიდრე კალაძისა და გახარიას ერთად ყოფნა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, შესაძლოა თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია გახდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლოს?

- საკმაოდ შთამბეჭდავია 9%, თბილისის არჩევნებში თუ მიიღებს ორნიშნა პროცენტს - დაახლოებით 15%-ს, მისთვის ბრწყინვალე შედეგი იქნება, მაგრამ ეს ასე არ მოვა, ამას სწორი მუშაობა სჭირდება.

მნიშვნელოვანია ელექტორალური ბაზა შექმნას და არა ხელისუფლებიდან წამოსული თუ გამოქცეული და თავშეფარებული ადამიანების პარტია, ეს არის მისთვის პრობლემა. ამ ეტაპზე გამორიცხულია, რომ გახარიამ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლოს და მთავარ ოპოზოციურ პარტიად იქცეს.

ჯერ არ არის ცნობილი, გიორგი გახარიას პარტიიდან ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა, საუბარია არველაძის კანდიდატურაზე. როგორ კონკურენციას გაუწევს იგი კახა კალაძეს?

- არველაძე კი არა, ვინც არ უნდა იყოს დღეს ქართულ პოლიტიკაში, კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს. თბილისის მერია ისეთივე იყო, როგორც იყო წინა მერის დროს, თბილისის მერია არასდროს ყოფილა რიგითი თბილისელის ინტერესების დამცველი. ის იცავდა პარტიულ და ელიტარულ ჯგუფებს, ყოველთვის, კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე, მაგრამ რეალობაა ასეთი.

არა თუ არველაძის დასახელება, მელიას დასახელებაც არ იყო სწორი. მესმის, რომ არველაძეებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ქალაქში, პოპულარული და სიმპათიური ხალხია, მაგრამ კალაძის რეალური კონკურენტი ვერ იქნება, შესაძლოა ეს იყოს პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში, თუმცა, ის, რომ კახა კალაძეს შეუქმნას სერიოზული პრობლემა, გამორიცხულია.

მეორე ტური რომ იყოს, არველაძე ვერ გადავა. მეორე ტურში ვიხილავთ მელიასა და კალაძეს. მათ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, ისევ კალაძე გაიმარჯვებს და არველაძის ხმები ძირთადად კალაძესთან წავა და არა მელიასთან.

Gami რა გავლენა აქვთ არველაძეებს ამ ქალაქში? გაუგებარია და სასაცილოა! ეს ძაბირაძე პოლიტიკოსად ვერ გამოდგა და მისი პოლიტმკითხაობა ვის ანტერესებს.
3 წლის უკან