აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს.
„ის უნდა გადადგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტების კითხვას, უნდა გაათავისუფლონ თუ არა ენდრიუ კუომო თანამდებობიდან, თუ ის უარს იტყვის გადადგომაზე, ჯო ბაიდენმა უპასუხა:
მე მესმის, რომ შტატის კანონმდებელმა იმპიჩმენტის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ.
ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა.
გამომძიებლებმა 179 ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის მომჩივნები და ნიუ-იორკის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების ამჟამინდელი და ყოფილი წევრები.
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის თქმით, წარმოჩენილი ფაქტები ძალიან განსხვავდება რეალობისგან.