საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ცეცხლმა ათობით სახლი გაანადგურა, დაშავდა 7 ადამიანი.
სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ჰარდალიასის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძრების 81 კერა დაფიქსირდა.
ხანძრების შედეგად დაზიანდა ენერგოსისტემა, რის გამოც ათენის რეგიონის ნაწილი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.