ჩეხეთში, ქალაქ დომაჟლიცეს მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც ჟურნალისტებს ქვეყნის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, პეტერ პონცარმა განუცხადა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, 38 კი დაშავდა, მათ შორის 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ჩეხეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, ერთი მატარებელი ჩეხეთის ქალაქ პლზენიდან გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიდიოდა, მეორე კი შიდა მნიშვნელობის რეისს ასრულებდა.