გაუჩინარებული ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პოლიცია ავრცელებს.
ვიტალი შიშოვი კიევში ორგანიზაცია „უკრაინაში ბელარუსის სახლს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც დახმარებას უწევდა რეპრესიების გამო ქვეყნიდან გაქცეულ ბელარუსებს.
2 აგვისტოს ვიტალი შიშოვის მეგობარმა გოგომ კიევის პოლიციას მიმართა მისი გაუჩინარების შესახებ.
კიევის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარის გამოძიებისას ყველა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის თვითმკვლელობად წარმოდგენილი მკვლელობის ვერსიას.
უფლებადაცვითი ცენტრ „ვესნას“ ინფორმაციით, ვიტალი შიშოვი მანამდე ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ.