ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ყანდაარის აეროპორტის შენობა და ასაფრენი ბილიკები დაბომბეს. შეჩერებულია ყველა ფრენა. თავდასხმა, მთავრობის მიერ, თალიბანის წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 24 საათის განმავლობაში, სამხედრო ოპერაცია 13 სხვადასხვა ადგილას - ღაზნიში, ყანდაარში, ჰერათში, ფარაჰში, ჯუზჯანში, ბალხში, სამანგანში, ჰელმანდში, თახარში, ყუნდუზში, ბაღლანში, ქაბულსა და კაპისაში ჩაატარეს. მოკლულია თალიბანის 254 წევრი და დაშავებულია 97.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ თალიბანის საპასუხო ქმედებაა აეროპორტის დაბომბვა. ოფიციალური ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფრენების განახლება ხვალ იგეგმება.