სამხრეთ თურქეთში - მერსინის, ოსმანიეს, ადანის, ანტალიისა და ქაჰრამანმარაშიის პროვინციების ტერიტორიაზე, ჯამში, 40-ზე მეტი ტყის ხანძარია, - იუწყება თურქული მედია.
ცეცხლის ჩაქრობას 1 832 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩართულია სამი თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი და წყლის ავზით აღჭურვილი 468 ავტომობილი.
ხანძარს უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი - აქსეკის დასახლებაში მცხოვრები 82 წლის კაცი, რომელიც სახლში მარტო იყო მაშინ, როცა დასახლებაში ევაკუაცია გამოცხადდა.
თავდაპირველად, ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა და დიდ ფართობზე გავრცელდა.