ალექსანდრე ლუკაშენკო: თუ სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიძლება განთავსდეს

ალექსანდრე ლუკაშენკო: თუ სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიძლება განთავსდეს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიძლება განთავსდეს.

„თუ სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, თუ ბელარუსისა და რუსეთის უსაფრთხოებისთვის საჭირო გახდება, ბელარუსში რუსეთის ყველა შეიარაღებული ძალა, ყველა ტიპის იარაღით დაუყოვნებლივ განთავსდება. ახლა ამის სჭიროება არ არსებობს. ჩვენ საკმაოდ ძლიერი და კომპაქტური შეიარაღებული ძალები გვყავს“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთში ძალიან შეშფოთებულნი არიან რუსეთ-ბელარუსის წვრთნებით, რომელიც სექტემბერისთვისაა დაგეგმილი.