ბრაზილიაში, ძირითადად, მთიან რეგიონებში, თოვლი მოვიდა. ქვეყნის სამხრეთით, მრავალმა ადამიანმა თოვლი პირველად ნახა, - წერს Deutsche Welle.
ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში, მხოლოდ რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატში, 40-ზე მეტ ქალაქში მოთოვა. ადგილობრივი ფერმერები შიშობენ, რომ საექსპორტო კულტურები, როგორიცაა ყავა, შაქრის ლერწამი და ფორთოხალი, შეიძლება, ყინვამ დააზიანოს.
ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის მაღალმთიან, განსაკუთრებით კი, ზღვის დონიდან 900-1900 მეტრზე მდებარე ტერიტორიებზე, თოვა არც სამომავლოდაა გამორიცხული.
„62 წლის ვარ და არასდროს მინახავს თოვლი. ენით გამოუთქმელი შეგრძნებაა, როცა ბუნების ამ სილამაზეს ხედავ“, - აცხადებს პარანას შტატში, ქალაქ კამბარაში მცხოვრები კაცი მედიასთან საუბრისას.