თურქეთის სანაპირო დაცვამ 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი დააკავა

თურქეთის სანაპირო დაცვამ 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი დააკავა

თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში ნავი დააკავა, რომელსაც 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ნავში მყოფი 231 მიგრანტიდან, რომლებიც სავარაუდოდ იტალიისკენ მიდიოდნენ, უმეტესობა ავღანეთიდან იყო, რამდენიმე კი სირიიდან, ირანიდან, ერიტრეადან და პაკისტანიდან.