ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს მილიონობით უშიშარი ბელარუსის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. დღეს ბელარუსი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლის წინა ხაზზეა. მსოფლიო ჩვენ გვერდით დგას. ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.