სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა.
„აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტევა 28 ივლისს 03:40 საათზე დაიწყეს. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის შედეგად, 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
როგორც ოფიციალური ერევანი აცხადებს, ამ დროისთვის საპასუხოდ გახსნილი ცეცხლის შედეგად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელ სამხედროებს უკან დაახევინეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის სხვა მონაკვეთებზე სიტუაცია სტაბილურია.