ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სიე ფენმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთისგან წარმოსახვით მტერს ჰქმნის.
დღეს ჩინეთის ქალაქ ტიანძინში აშშ-ისა და ჩინეთის მაღალი დონის მოლაპარაკებები შედგა.
„აშშ-ს ეროვნული მიზნის განცდის აღდგენა სურს ჩინეთის წარმოსახვითი მტრის წარმოჩენით“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა.
სიე ფენის თქმით, აშშ-მა მთავრობისა და საზოგადოების მობილიზება მოახდინა ჩინეთის ჩასახშობად.
„თითქოს ჩინეთის განვითარების შეჩერების შემდეგ, აშშ-ის საშინაო და საგარეო პრობლემები მოგვარდება, ამერიკა კი ისევ დიდებული გახდებაა და ამერიკის ჰეგემონია გაგრძელდება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.