ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აპრილის შემდეგ არაერთი წერილი გაცვალეს და „ცხელი ხაზის“ აღდგენაზე შეთანხმდნენ.

სეულსა და ფხენიანს შორის აშშ-ის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაყინული იყო.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიასაშუალებამ, KCNA-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამშაბათს ყველა საკომუნიკაციო არხი გაიხსნა.