წინა კვირას რუსი მწერლების ილფი და პეტროვის ნაწარმოების „ოქროს კერპის“ ხელახლა გადაკითხვა დავიწყე. გაგიკვირდებათ და, როდესაც დიდი კომბინატორი, ოსტაპ ბენდერი მეგობრებთან ერთად შორეული ქალაქი ჩერნომორსკის გზას დაადგა, მიხეილ სააკაშვილის „ინკოგნიტო“ მოგზაურობა გამახსენდა.
თუ ბატონ ადამ კოზლევიჩს მოძველებული „ანტილოპა გნუ“ ჰყავდა, საქართველოს პრეზიდენტი „ნისანის“ ახალთახალი ელექტრომობილით გადაადგილდებოდა. ადამ კოზლევიჩის მგზავრები ცნობილი თაღლითები ოსტაპ ბენდერი, შურა ბალაგანოვი და ბატონი პანიკოვსკი გახლდნენ. ბატონი მიხეილის „ლურჯაში“ (თუ ოსტაპ ბენდერმა ადამის „ლორენ-დიტრიხი“ „ანტილოპა გნუდ“ მონათლა, სააკაშვილის „ნისანს“ „ლურჯას“ დავარქმევ) ქალბატონი სანდრა რულოვსი მგზავრობდა, კოზლევიჩის საეჭვო რეპუტაციის „პასაჟირების“ მსგავსი გიგი უგულავა, ნიკა გილაური და საპარლამენტო უმცირესობის სხვა ლიდერები კი შორიახლო მიყვებოდნენ.
ორი დღის წინ ნაცნობი ტაქსისტი შემხვდა და საუბარში შემომჩივლა, რომ სააკაშვილის დაცვას თბილისში ქუჩები საათობით აქვს გადაკეტილი. მძღოლმა აღნიშნა, რომ ერთ შემთხვევაში მიშიკო ვაკეში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს სტუმრობდა და სანამ იქაურობას გაეცლებოდა, უბრალო მოკვდავებისთვის ქუჩა დაკეტილი გახლდათ. ანალოგიურ შემთხვევაში ტაქსისტი მეორედ სანაპიროზე აღმოჩნდა.
ჩემმა ნაცნობმა ისიც შემომჩივლა, რომ ადრე სააკაშვილს მასზე განაწყენებული მოქალაქეები არ ასვენებდნენ და სხვადასხვა რესტორნებსა თუ ბარებთან უსაფრდებოდნენ. დღეს მიხეილი კვლავ დაცვის თანხლებით დადის, მისი „უსაფრთხოების“ მიზნით ქუჩებს კვლავ კეტავენ და თბილისელ მძღოლებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიან.
დღევანდელ წერილში სააკაშვილის „დიდი მოგზაურობა“ მსურს რომ გავიხსენო. ეს თემა იმ ფაქტორმა მიკარნახა, რომ ფორუმების გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ თბილისში პრეზიდენტის „ლურჯას“ გამოჩენას ხალხი კვლავ აქტიურად განიხილავს.
სიმართლე უნდა ითქვას და, დაახლოებით ერთი თვის წინ პრეზიდენტის ერთი კინკილა ავტოგადაადგილება დიდი სჯა-ბაასის საგანი არ უნდა გამხდარიყო. აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ „განსაკუთრებულს“ ქალაქში დაცვის გარეშე მოძრაობა რომ გაეგრძელებინა ეს თემა თანდათან წარსულს ჩაბარდებოდა. სამწუხაროდ „დიდმა პიარშიკმა“ „ხალხში გასვლის“ იდეა წარსულში დატოვა და ძველ ჩვეულებებს დაუბრუნდა. არც გაემტყუნება, თბილისელებმა მისი ელექტრომობილი კარგად იციან და რა იცი, ქუჩაში ეულად გამოსულ „პირველს“ ვინ დახვდება და „დიდი დემოკრატი“ რა მოულოდნელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
დღეს სააკაშვილის შესახებ ფორუმებიდან ამოკრეფილ მოსაზრებებს წარმოგიდგენთ. აეროპორტში იმ „ისტორიულმა“ მოგზაურობამ ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანა და ამ თემაზე დისკუსია დღემდე გრძელდება.
“ეგ ჩმორი დაცვის გარეშე ტუალეტში ვერ მიდის.“
“პატრულმა რომ გააჩეროს და ნარკოტიკებზე შეამოწმოს არ მოსულა?“
“ყოვლად ურცხვი სკანდალისტი, ბაზრის ზოგიერთი მუშაკი არ იკადრებს
ამ ტრიუკებს რასაც იაფფასიანი მიშუტკინი კადრულობს!”
”საძაგელი მატყუარაა ეს არსება!!! ერთი კვირის წინ მთელი სანაპირო გადაკეტეს მაგას რომ უნდა გაევლო და მთელი ამალა მოყვებოდა. ჟულიკი აფერისტი!”
“ეს ბოღმა კაცუნა არის გამომწვევი თავხედი. ელექტრომობილით ხომ იმგზავრა? ბაქოში რითი გაფრინდა????? (ალბათ კუკურიზნიკის თვითმფრინავით).“
“ეგ მშიშარა დაცვის გარეშე რას ივლის , არ მჯერა.”
“იმედია თბილისი- ბაკუს ჩვეულებრივ რეისს გაყვა?“
“მიუნჰაუზენია ეს კაცი.“
“8 თებერვლის მერე და მანამდეც ერთი შემთხვევა არყოფილა მიშაზე და მის გუნდზე შეურაცხყოფის - მშვენივრად დასეირნობენ ქუჩაში შუშების და დაცვის გარეშეც.”
“მიშელიუს, პიარის მამა ხარ.”
“აკი დედაჩემის დანჯღრეული ოპელით ვივლიო......”
“მიხეილი დარჩება ისტორიას, როგორც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა!”
“ისე პატრულმა ეგ გიჟი მართლა უნდა შეამოწმოს. საშიშია საჭესთან ქალაქში.”
“რაც დრო გავა, მიშას უფრო მეტად დავაფასებთ!!!”
“სულ მკიდია მიშა რითი ივლის. უგულავა მაინტერესებს, კაცო. პროკურატურამ ხომ აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა თუ არა?”
“უი, მე დედამისის ოპელი მეგონა... სუფთა პიარშიკია რაა... აი პრეზიდენტად, მინისტრად, არქირექტორად, მოციგურავედ ვერ შედგა - პიარშიკად შედგა!!! შემოიარა თბილისი. ნახალოვკის შუქნიშანთან რა უნდოდა ნეტავ (მაგ მხარეს არაა აეროპორტი). ეტყობა წვენები და შოკოლადი აიღო ნისიად.”
“რამდენი ნაცი აიღებს ეხლა მანქანისთვის BBQ სერიას.”
“ვამაყობ ჩემი ალალი და ვაჟკაცი პრეზიდენტით. ასეთ რამეს სხვა როგორ გაბედავდა.”
“ნეტავი ამ გიჟის ასეთ საქციელებს კიდე თუ ვინმე ჭამს საქართველოში. პრეზიდენტი კი არა, კლოუნია ტიპი.”
“როდემდე უნდა ატაროთ ეს უფასო ცირკები? იმ თურქი ტრაილერის მძღოლის დედა ვატირე, მიშას აეროპორტის ტრასაზე რომ არ გადაუარა.”
“უშიშარი პრეზიდენტი გვყავს. მაგრამ რა ვქნათ მაგის ფორთხვა რომ გვახსოვს გორში.”
“ვერ გაძღა სააკაშვილის მუცელი. ბიზნესი წაგვართვა, ჯარიმები დაგვადო, მერე ბანკიდან ავიღეთ სესხი, ეხლა ვეღარ ვიხდი და ვინ მაპატიებს? ეს საქონელი კიდე დაძონძროხებს და პიარს იკეთებს.”
“გორში ისე აებნა შიშისაგან თავგზა, ცხინვალისკენ გარბოდა. მადლობა თქვას დაცვა რომ დაეწია და მისივე თქმის არ იყოს, ”მოპარული ჟეშტივით” გამოათრია იქიდან.”
„ეგ დაცვას დააბრალა. თავზე დამახტნენო. მე არ მივრბოდიო. რას დამახტნენ თავზე. თუ დაგვბომბავდნენ მაინც ყველა ტრუპები ვიყავითო.”
“მიშას დარხეული აქვს და ცოტა დრო დარჩა. ასევე მის ნაცმოძსაც. ეხ რას მოესწრო ეს ვირიშვილი. დრონი მეფობენ და არა მეფენიო. ეს რომ თავმოყვარე ხალხში და ქვეყანაში მომხდარიყო ამას ასე ადვილად არ აგულავებდნენ თბილისის ქუჩებში.”
“ჩემი გულადი პრეზიდენტი! საკუთარი ხალხის არ შეეშინდა და ამას რუსების გამანადგურებელი თვითმფრინავი შეაშინებდა?!”
“აუ ამ დეგენერატი კაცის საქციელები უკვე ამაზრზენია.“
“პოპულისტია მიშა.იცის რომ ხალხს ესეთი რაღაცეები აინტერესებს და ასევე იცის რომ ფორუმზე ეს თემა 100 გვერდამდე ავა.“
“ხალხი არ ვარგა არა, ესეთი გიჟი ვადაგასული პრეზიდენტი რომ ჰყავს ქვეყანას.“
“ქვეყანას 3000 წლოვანი ისტორია აქვს, მანდ ნაცხროვას არაფერი ესაქმება.”
“მიშა სანამ რაღაცას არ გაიჩალიჩებს არ მოისვენებს!”
“ვინ თქვა მიშა ბაჭიააო. მარტო ადრეც გაქცეულა დაცვიდან და ტაქსით მისულა დისკოთეკაზე. ტაქსისტს ეშინოდა შემდგომში, არავინ დამიჭიროსო.“
“სერიოზულ მარაზმშია უკვე ნაცების ბელადი.”
“მალე ინსცენირებას მოახდენს, ვითომ თავს დაესხნენ და მერე მაინც გამოვა ხალხში დაჭრილი და ბობ მარლივით იქადაგებს სიკეთეზე.”