დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებსა და წყალდიდობას უკვე 127 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ France 24-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დატბორილია ასობით სოფელი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, შტატში, ივლისში, რეკორდული ოდენობის ნალექი დაფიქსირდა.
რამდენიმე დასახლებულ ადგილას მოსახლეობის ევაკუაციაა გამოცხადებული, რადგან, გადავსებული კაშხლები წყალს ვეღარ იტევს და მის გაშვებას აპირებენ.
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.