ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რეგიონს, ტიბეტს ეწვია. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ლიდერი ტიბეტში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ BBC წერს.
ირკვევა, რომ ძინპინი ტიბეტს ოთხშაბათს ეწვია და მისი ვიზიტი დღეს დასრულდა, თუმცა, ეს ამ დრომდე არ გახმაურებულა. ინფორმაცია ვიზიტის შესახებ, მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ, დღეს, სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
ჩინეთის პრეზიდენტი ტიბეტის ადმინისტრაციულ ცენტრს, ლჰასას სტუმრობდა. ასევე, მოინახულა ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერის, დალაი ლამას სახლი - პოტალა.
სი ძინპინი ტიბეტს ბოლოს 10 წლის წინ, ვიცე-პრეზიდენტის რანგში ესტუმრა. პრეზიდენტი კი, ჯიან ზემინი, რეგიონში 1990 წელს ჩავიდა.