აშშ-ში, ფლორიდაში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ, 24 ივნისიდან მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაო დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, შემთხვევას, სულ მცირე, 97 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ BBC წერს.
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია ნანგრევებისგან - მასალა სახელმწიფო საწყობში, შემდგომი შესწავლისთვისაა გადატანილი.
ნგრევის ყველაზე პატარა მსხვერპლი 7 წლის გოგო - მაიამელი მეხანძრის ქალიშვილია, ყველაზე ხანდაზმული კი - 92 წლის ქალი. შემთხვევას ემსხვერპლა პარაგვაის პირველი ლედის დაც.
კორპუსის ნგრევის ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არაა. შემთხვევის შემდეგ, მედიამ გაავრცელა 2018 წელს შედგენილი საინჟინრო ანგარიში, რომელშიც წერია, რომ შენობის საყრდენ ფილას „მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანება აღენიშნებოდა და შეკეთებას საჭიროებდა“. ამავე დოკუმენტის თანახმად, შენობის საპარკინგე ავტოფარეხში, ბეტონის სვეტებსა და კედლებს „უზარმაზარი ბზარები ჰქონდა“.