ჩინეთში დედამ შვილი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა

ჩინეთში დედამ შვილი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, წყალდიდობამ და მეწყერს უკვე 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა დედა, რომელმაც 3 თვის შვილი გადაარჩინა, - ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის მაუწყებლის ცნობით, მაშველებმა შენობიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს ბავშვი, მოგვიანებით კი, მისი დედის ცხედარსაც მიაკვლიეს.

მაშველი ჰყვება, რომ ცხედარი უკვე გაყინული იყო. სხეულის ფორმით კი ჩანდა, რომ ქალს ხელები ჰქონდა აპყრობილი და ზემოთ რაღაცას იჭერდა.

არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლის შემდეგ, დედამ ბავშვი იმ მდგომარეობაში დაიჭირა, რომ ის უსაფრთხოდ ყოფილიყო.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას არანაირი დაზიანება არ აქვს. ბავშვმა ნანგრევებში ერთ დღე-ღამე გაატარა.