აშშ თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუ ანკარა რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შეძენას განაგრძობს

აშშ თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუ ანკარა რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შეძენას განაგრძობს

აშშ თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუ ანკარა რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შეძენას განაგრძობს. ამის შესახებ სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეძენას. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთისგან შეიარაღების ახალი შეძენა დამატებით სანქციებს გამოიწვევს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

28 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთსა და სხვა მოკავშირეებს მოუწოდა, რუსეთისგან შეიარაღების შეძენაზე უარი თქვან.

12 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის საკითხში უკან არ დაიხევს.

2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.