ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში 30 აგვისტოს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში 30 აგვისტოს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში 30 აგვისტოს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელოდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში 2021 წლის 30 აგვისტოს. ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე და ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების საკითხებში. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას კორუფციის დაძლევისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.