არგენტინის მოქალაქეები პასპორტებში მდედრობითი და მამრობითი სქესის გარდა „გენდერი Х“-ის არჩევასაც შეძლებენ

არგენტინის მოქალაქეები პასპორტებში მდედრობითი და მამრობითი სქესის გარდა „გენდერი Х“-ის არჩევასაც შეძლებენ

არგენტინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, საბუთებში მდედრობითი და მამრობითი სქესი არ მიუთითონ და ამის ნაცვლად მესამე ვარიანტი - „გენდერი Х“ აირჩიონ. შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „Х“-ს სქესის გრაფა შემდეგი მნიშვნელობა ექნება: არაბინარული, ჩამოუყალიბებელი და თვითიდენტიფიცირების ყველა სხვა ვარიანტი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, ვინც თავს არც კაცად თვლის და არც ქალად.

თავად ფერნანდესის თქმით, „სახელმწიფოს არ უნდა აინტერესებდეს მოქალაქეების სექსუალური ორიენტაცია და თვითიდენტიფიცირება“.

მესამე გენდერი უკვე გამოიყენება ისეთი ქვეყნების პასპორტებში, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, მალტა, ინდოეთი, ნეპალი. ივლისის დასაწყისში ამ ვარიანტის დამატება ოფიციალურ დოკუმენტებში აშშ-ის მთავრობამაც დააანონსა.