ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ბანგლადეშელი მიგრანტები არიან, რომლებიც ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მაშველებმა 380 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.