ცენტრალურ ჩინეთში წყალდიდობას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წვიმა ჩინეთში კვირას დაიყო, სამშაბათს კი შტორმი გაძლიერდა, რამაც ქვეყნის ინფრასტრუქტურას ძლიერი ზიანი მიაყენა. სტიქიის ეპიცენტრი ჰენანის პროვინციაა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ წყალი მეტროს გვირაბებსა და მატარებლებში შევარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ვითარება კრიტიკულია, ასეთი ძლიერი წყალდიდობა კი 100 წლის განმავლობაში ერთხელ ხდება.