დღეს, ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან.
გაცილების ცერემონიალზე ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სიტყვით მიმართა და სამხედროებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.