გეგმა გაწერილია: „პირველ რიგში, პრემიერი და შს მინისტრი უნდა გადააყენონ, მერე იერიში მმართველ პარტიაზე, ეკლესიასა და საპატრიაქროზე უნდა მიიტანონ“

გეგმა გაწერილია: „პირველ რიგში, პრემიერი და შს მინისტრი უნდა გადააყენონ, მერე იერიში მმართველ პარტიაზე, ეკლესიასა და საპატრიაქროზე უნდა მიიტანონ“

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და „ნაციოანლები“ ქუჩაში მარტონი დარჩნენ, მათ საკუთარი გეგმების გადაწყობა სწრაფად მოახერხეს და ქუჩის აქციებიდან დებოშის მოსაწყობად პარალმენტში გადაინაცვლეს. თუმცა, პარალელურად, ნებისმიერ შანსს ხელიდან არ უშვებენ იმისთვის, რომ ქუჩა ისევ აქტუალური გახდეს. თუმცა ისმის კითხვა, როცა ქუჩაში ხალხი არ მოგყვება, მაშინ მიზნის განხორციელება როგორ უნდა მოახერხო? როგორც ჩანს, ამ კითხვას „ნაციონალებიც“ სვამენ და ამიტომ ახალი სამოქმედო გეგმა დაისახეს. ნაციონალებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ სულზე მოუსწრო და როგორც სჩვევიათ, მოსახლეობის საინფორმაციო ტერორიც დაიწყეს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათში 4 მედია საშუალებას საინფორმაციო ომში მოუგო და საზოგადოებას აჩვენა ფაქტები, რომ ოპერატორის გარდაცვალება არა 5 ივლისის ცემამ გამოიწვია, არამედ ეს ოპერატორის პირად პრობლემას უკავშირდებოდა.

ვინაიდან ნაციონალებს ქუჩის აქციების და საპროტესტო ტალღის აგორება არ გამოუვიდათ, დებოში პარლამენტში განაგრძეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მედია მენეჯერების საკონსტიტუციო ორგანოში შეყვანა და აყალ-მაყალის გამოწვევა გადაწყვიტა და სანახაობაც შედგა. 18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისიტრის, ვახტან გომელაურის პარლამენტში მისვლისას და სიტყვით გამოსვლისასაც იგივე გააკეთეს. მაშ ასე, რას ცდილობს ქუჩის აქციებჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“? როგორც ჩანს, მისი მთავარი სამიზნე ახლა ევროპა და ამერიკაა. რაც უფრო ბევრს იხმაურებენ და საკონსტიტუციო ორგანოში დებოშს მოაწყობენ, ყურადღების ცენტრი მათზე გადავა, ხოლო სანქციების და ეკონომიკური კრიზისით შეშინებული ხელისუფლება იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს. ამის პარალელურად „ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად, საბოლოოდ, როგორც სააკაშვილი იტყოდა, კარგი მიწოლაღაა საჭირო.

თუმა არიან ისეთებიც, რომლებიც ე.წ. ბრძოლის მოგებას „მაიდანის“ მოწყობით აპირებენ. ცნობისთვის, 2014 წლის 20 თებერვალი უკრაინის ისტორიაში შევიდა, როგორც ე.წ. „ზეციური ასეულის“ დახვრეტის დღე. გამოძიების თანახმად, უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ ფორმიანი სნაიპერების ცეცხლს ღირსების რევოლუციის 48 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში.

 ჟურნალისტი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ახლა ავტორიტარიზმში ვართ, ამიტომ მას შეკავება სჭირდება.

„ეს არის ავტორიტარიზმი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ავტორიტარიზმს სჭირდება შეკავება. ამას კი სჭირდება თვითორგანიზება. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება, დასჭირდეს „მაიდანი“. იმისთვის, რომ არ დასჭირდეს „მაიდანი“, ჩვენ უნდა შევძლოთ თვითორგანიზება და მშვიდობიანი გზით ამ ხალხის გაშვება სახლში“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

რა არის ოპოზიციის რადიკალური ქმედებების მიზანი იმ ფონზე, როცა მოსახლეობა მათ მოწოდებებს არ ჰყვება და ქუჩაში საპროტესტო აქციებზე არ გადის? - ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ სავარაუდოდ,  „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გათვლა საქართველოს მოსახლეობა აღარ არის, რადგან ხედავენ, რომ მათ მოწოდებებზე ხალხი ქუჩაში არ გადის და აქცენტი დასავლეთსა და ამერიკაზე გადააქვთ. ყველაფერს ცდილობენ, რათა საპარლამენტო საქმიანობა ჩაშალონ და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიიქციონ.

„ჩვენს თვალწინ რა პროცესებიც ვითარდება ეს სიახლე არ არის. ამას თქვენთანაც და სხვა მედია საშუალებებთანაც ვპროგნოზირებდი. როდესაც „ნაციონალებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინვე ის ვთქვი, რომ ისინი დებოშს და აჟიოტაჟს საპარლამენტო საქმიანობაში შეიტანდნენ. როდესაც ამ პარტიამ დაინახა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ვერანაირ პოლიტიკურ სარგებელს ვერ იღებს და არანაირი პერსპექტივა პოლიტიკური გზით ხელისუფელბაში დაბრუნების არა აქვს, ისინი საკონსტიტუციო ორგანოს დისკრედიტაციაზე გადავიდნენ. რასაც საზოგადოება თვალს პარლამენტში გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ადევნებდა, ეს იყო იაფფასიანი პერფორმანსი, რათა ქვეყნის გადატრიალება მოაწყონ.

ამ დღეებში უამრავ მასალას გავეცანი, რომელსაც სხვადასხვა წყაროებიდან მიგზავნიან. მათ ე.წ. ოპოზიციურ დახურულ ჯგუფებში პირდაპირ მოქმედების გეგმას წერენ. პირველ რიგში, პრემიერი და შს მინისტრი უნდა გადააყენონ. მერე იერიში მმართველ პარტიაზე უნდა მოხდეს, ამის შემდეგ კი დარტყმას ეკლესიასა და საპატრიაქროზე მოახდენენ. ამ გეგმას არაფერი საერთო, არც სიტყვის თავისუფლების დაცვასთან და არც ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველოყოფასთან აქვთ. ერთი სული აქვთ, როგორღაც, ნებისმიერ ფასად, უკან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ როცა რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, მოსახლეობა მათ არაფრის ფასად გვერდით არ უდგება და არც ერთი სიტყვის არ სჯერა, ახლა პირდაპირ ფალსიფიცირებული ინფორმაციით დასავლელ ლობისტებზე ზეგავლენის მოხდენა დაიწყეს. ქართველიშვილი ამბობს, რომ სამწუხაროა, გამოგონილი პრობლემების გამო ხელისუფლებას პარტნიორებთან ახსნა-განმარტებების გაკეთება უწევს. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რათა ახლა დასავლეთიდან ზეწოლა წამოვიდეს, ხელისუფლება და მოსახლეობა რაღაცა სანქციებით შეაშინონ და ამის ფონზე „ოცნება“ ნელ-ნელა თავიდან მოიშორონ.
„უნდათ, რომ ხალხი არარსებული სანქციებით და ეკონომიკური წნეხით შეაშინონ. განწყობას ქმნიან, თითქოს ეგაა და დავიქცევით. დასავლეთი და ამერიკა ჩვენზე ხელს აიღებს და ყველაფერი დამთავრდება. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილი კარგად ხვდება, ამ ჯგუფების დაკრულს თუ აჰყვებიან, საქართველოში მძიმე სიტუაცია შეიძლება მივიღოთ. ჩვენი ქვეყანა ერთადერთი ბლოკპოსტია, სადაც დასავლეთს რეგიონში საკუთარი ინეტრესების გატარება შეუძლია. დასავლური კურსი ქართველი ხალხს არჩევანია და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ამიტომ ამ დესტრუქციული ოპოზიციის სახეს იქაც კარგად და მალე დაინახავენ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ტრაგიკომიკურ იაფფასიან აქციებს აგრძელებს, რასაც წლების განამვლობაში ვუყურებთ. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს ე.წ. ჟურნალისტები პოლიტიკურ მოწოდებებს აკეთებენ და რევოლუციის მოწყბით იმუქრებიან, რის გამოც აქციაზე მოსახლეობა არ მიდის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელოვნურად გამოგონილი ფასეულობებით და ღირებულებებით ქვეყნის მოსახლეობა გარეთ ვერ გამოიყვანეს, რადგანაც ყველას კარგად ახსოვს, ვინ რას წარმოადგენს და ვის მხარეს არიან.

„იმ ტელეძალადობამ და ტერაქტმა ფსიქიკაზე, რასაც ჩვენს მოსახლეობაზე ე.წ. ჟურნალსიტები და მედია ახროციელებს, ასახვა როგორც ჰპოვა, ვნახეთ. არავინ იფიქროს, რომ ძალადობას ვინმე ამართლებს და რაიმე სახით ამას ვემხრობით, უბრალოდ, მას ახსნა აქვს. ეს ადამიანები გამოსავალს კი არ ეძებენ, არამედ ცდილობენ უკრაინელ მაწანწალას მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ქულები დაუწერონ. ეს უსირცხვილო ადამიანი კიდევ ერთხელ ცდილობს, როგორც ქვეყნის არევას, ასევე იმას, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ბზარები გააჩინოს. ეს პოლიტიკური მაწანწალა ამ უვიცებს კვებავს და ასწავლის ქვეყანას როგორ უნდა ებრძოლონ, აჯანჯღარონ. თუ მათ სიმართლეს არ მიყვები და კითხვებს დასვამ, მოგაშთობენ და გაგაქრობენ. ამ ყველაფერს მოსახლეობა კარგად ხედავს, ამიტომაც იდგნენ შაბათს ცარიელ ტრიბუნასთან“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.