მორიგი ნაციონალური პროვოკაცია - რა მიიღო ოპოზიციამ?

მორიგი ნაციონალური პროვოკაცია - რა მიიღო ოპოზიციამ?

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოსვლა, რომელიც თბილისში, 5-6 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო დაინიშნა, ჩაიშალა. ტრიბუნაზე ასულ მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოწყობილი პერფორმანსის გამო, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა. პარლამენტის თავმჯდომარის არაერთ გაფრთხილებას, სხდომათა დარბაზში პროვოკაციები შეწყვეტილიყო, შედეგი არ მოჰყვა, შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, რიგგარეშე პლენარული სხდომა დაეხურა. თუ როდის შედგება მინისტრ გომელაურის შემდეგი ვიზიტი პარლამენტში, უცნობია.

მაგრამ მაინც, ვის ინტერესში შედიოდა სხდომის ჩაშლა და რა მიიღო ამით ოპოზიციამ?

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პროვოკაციისთვის ემზადებოდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ამის გარშემო ინფორმირებული იყო ხელისუფლებაც. დილიდან, საკანონმდებლო ორგანომ გაავრცელა განცხადება უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ, თუ როგორ და რა წესის დაცვით მოხდებოდა შენობაში ჟურნალისტების შეშვება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. როგორც მოსალოდნელი იყო, არეულობის თავიდან აცილების მიზნით, ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიას შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცა.

ოპოზიციის პარალელურად მომზადებული აღმოჩნდნენ ჟურნალისტებიც, რომელთაც სხდომათა დარბაზში, გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოები და ბანერები გამოკიდეს წარწერით - „დასაჯეთ მოძალადეები, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

აქვე სრულიად გაუგებარია „ლელო“- ს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ სხდომა ჟურნალისტების მიერ გამოფენილი ბანერის გამო ჩაიშალა, მაშინ როდესაც, ჟურნალისტების მიერ გამოფენილ ბანერს არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია და არც არავის მოუთხოვია მათთვის ბანერის ჩამოხსნა, გომელაურს სიტყვა ტრიბუნასთან მოულოდნელად მივარდნილმა ოპოზიციამ შეაწყვეტინა.

უშედეგო აღმოჩნდა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ, სპიკერისათვის განკუთვნილი ადგილის დაკავების მცდელობა. არაადეკვატურად აგრესიული ქალის „განეიტრალება“ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა შეძლო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ქალის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. ზაალ უდუმაშვილი ამ ფაქტის შეფასებას ეთიკის საბჭოსგან ითხოვს, მისი თქმით, შალვა პაპუაშვილს და ლევან მგალობლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეთიკის საბჭო, ამისი თქმა რთულია, თუმცა, ნამდვილად უხერხული იყო ფეხების ქნევით აკივლებული დეპუტატის ნახვა საკანონმდებლო ორგანოში, იმ დარბაზში, სადაც, სამწუხაროდ, ქვეყნის ბედი წყდება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, როცა გაურკვეველი წარმომავლობისა და კომპეტენციის ადამიანები, ასევე გაურკვეველი შემთხვევითობით ხვდებიან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და თანდაყოლილი პროვინციალიზმი და არასაკმარისი ინტელექტი მათ არასდროს ტოვებს, ეს ეხება ორივე მხარეს - როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას. ასეთი არშემდგარი პოლიტიკოსები წლებია უკვე ქვეყანას უკან სწევენ.

დღეს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენების საბოლოო დასკნა ასეთია: პარლამენტმა ფუნქციასთან ერთად სახეც დაკარგა. „ქართული ოცნება“ იმკის იმას, რაც დათესა - გამოცხადებული კოჰაბიტაციის შედეგი სახეზეა, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში გადასული ქვეყანა სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია.

 

 

 

 

 

 

Katana .აუჰ!.. გაუპატიურების მცდელობასაც ხომ არ ჰქონდა ადგილი?
3 წლის უკან