სააკაშვილის სამშვიდობო ჟესტმა ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესს ხელი ვერ შეუწყო

სააკაშვილის სამშვიდობო ჟესტმა ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესს ხელი ვერ შეუწყო

[RadioFreeEurope]

23 ნოემბერს ევროპის პარლამენტისადმი მიმართვაში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოარასდროს გამოიყენებს სამხედრო ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”, რაც სეპარატისტულ რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე ჰეგემონიის ხელახლა დაწესებას ნიშნავს.

 

ორი რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტებმა ანალოგიური პირობა დადეს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სასწრაფოდ მიესალმა მათ ამ ნაბიჯს, როგორც ”სიბრძნისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის”  დემონსტრირებას.

 

საერთაშორისო შუამავლებმა უფრო ფრთხილად მოახდინეს რეაგირება, მაგრამ მიუხედავად ამისა აღიარეს, რომ სააკაშვილის წინადადებამ ”ახალი კონტექსტი” შემოიტანა იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა შექმნა.

 

ამ ომის შედეგად რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა,  ხოლო სამხრეთ-ოსეთიდან ათასობით ქართველი გამოიქცა.

მაგრამ აღმოჩნდა რომ იმედები, რომლებიც 16 დეკემბრის ჟენევის ოთხმხრივ მოლაპარაკებებს  (ეს მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების შუამავლობით ტარდება) უკავშირდებოდა ილუზურული იყო.

 

ქართული მხარე რუსეთს ბრალს სდებდა პროგრესის დეფიციტის გამო, ხოლო რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები იმაზე სწუხდნენ, რასაც ისინი თბილისის ”არაკონსტრუქციულ” მიდგომას უწოდებენ.

 

არ არის გარკვეული რას და რამდენად ეძიებდა ჟენევაში ქართული დელეგაცია.  აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი ბარამიამ ”კავკას-პრესს” განუცხადა, რომ ის პრიორიტეტულად მიიჩნევდა  დისკუსიას იმაზე, თუ რა როლი შეასრულა აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედრო ოფიცერმა თბილისში მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში. ამ აფეთქების შედეგად გასულ თვეს დაიღუპა ერთი ქალი.

 

2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ-ოსეთის და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები, მედიატორები ევროპის კავშირიდან, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (ეუთო), გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან და შეერთებული შტატებიდან უკვე მე-14 ხვდებიან ერთმანეთს  ჟენევაში, რათა განიხილონ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები, ისეთები როგორიცაა იძულებით გადაადგილებულ ქართველთა დაბრუნების უფლება აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში.

 

მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დელეგაციები თავიდანვე დაჟინებით ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელი მოეწერა ორმხრივი, იურიდიული ძალის მქონე  შეთანხმებისთვის, რომელშიც უარი იქნებოდა ნათქვამი სამხედრო ძალის გამოყენებაზე, რაც  შესაბამისად გააუქმებდა სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხეს.

 

თბილისი კი მუდმივად იმას ამტკიცებდა, რომ რუსულ-ქართული საზავო შეთანხმება, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოში მოეწერა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორივე მხარის პირობას შეიცავდა და ამიტომ სხვა წერილობითი შეთანხმება ზედმეტი იქნებოდა.

 

გარდა ამისა, იმის გამო რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი მხოლოდ რუსების წარმომადგენლები არიან, ნებისმიერი ახალი ხელშეკრულება უნდა დაიდოს არა მათთან, არამედ მოსკოვთან როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ”ოკუპანტთან”. საქართველოს ასეთმა უკომპრომისობამ ამ წლის დასაწყისში აფხაზებს თითქმის უბიძგა მოლაპარაკებების ბოიკოტისკენ.

 

აირეკლა რა ქართული უკომპრომისობა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიგა ბოკერიამ ”იმედგაცრუება” გამოხატა იმის გამო, რომ თანათავმჯდომარეებმა არ დაიკავეს ”უფრო მტკიცე და გამოკვეთილი პოზიცია” ჟენევის გასული კვირის მოლაპარაკებებზე და დაჟინებით არ მოითხოვეს რუსეთისგან ოფიციალური დაპირება ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

 

სააკაშვილმა 23 ნოემბრის თავის სამშვიდობო ჟესტს იმ პოლიტიკის ნაწილი უწოდა, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძვანელმა, ჰანს იორგ ჰაბერმა (მისი ამოცანა საზავო შეთანხმების დაცვის კონტროლია) ”კონსტრუქციული უნილატერალიზმი” უწოდა.

 

მაგრამ ისევე როგორც თავის ყველა წარსული უნილატერალური სამშვიდობო ინიციატივით, რომლითაც ის გასული 7 წლის განმავლობაში სეპარატისტულ რეგიონებს მიმართავდა, იქნებოდა ეს 2004 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეაზე გამოტანილი სამშვიდობო გეგმა, თუ ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, ის უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საზოგადოების თვალში  ზომიერი და დემოკრატი ლიდერის იმიჯის განმტკიცებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე ზემოთ დასახელებული ტერიტორიების მოსახლეობის ძალზე რეალური შიშებისა და პრობლემების გადაწყვეტას.

 

ამ პრობლემებისადმი სააკაშვილის უყურადღებობა იმაშიც აისახა, რომ 23 ნოემბრის განცხადებისას, მან ამ ორი რეგიონის სახელი არც კი ახსენა. მან მხოლოდ ის სთქვა, რომ ”საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად (და) დე-ოკუპაციისა და გაერთიანების გზები მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით უნდა მოიძიოს”.

 

გარდა ამისა, მან მოგვიანებით გადაწყვიტა თავისი სამშვიდობო პირობის წერილობითი ასლი ეუთო-სთვის, გაერო-სთვის, ნატო-სთვის, ევროპის კავშირისთვის და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის გადაეგზავნა, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტებისთვის.

 

როდესაც სააკაშვილის ინიციატივას 6 დეკემბერს აფხაზმა სერგეი ბაღაფშმა და ოსმა ედუარდ კოკოითიმ სეპარატისტული წერილობითი განცხადებებით უპასუხეს, ორივემ გამოხატა ეჭვი ქართველი პრეზიდენტის გულწრფელობასთან დაკავშირებით. მათ განაცხადეს რომ ისინი არ ენდობიან სააკაშვილის არც ერთ სიტყვიერ დაპირებას, მათ ტერიტორიებზე წარსული ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევების გათვალისწინებით. საქართველო აფხაზეთს 1992-1998 წ.წ. თავს დაესხა, 2001 წელს გამოიყენა ჩეჩნები, ხოლო 1989-1990, 2004 და 2008 წლებში სამხრეთ-ოსეთს შეუტია.

 

კოკითიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის დაპირება ”ერთ პენიდაც არ ღირს”, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ”ისინი ჩვეულებრივ წინ უძღვის თავდასხმას ჩვენს ქვეყანაზე”. ორივემ კიდევ ერთხელ მოითხოვა წერილობითი, კანონიერი ძალის მქონე დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელზეც ბაღაფშის თქმით ხელმოწერა ჟენევის მომავალ მოლაპარაკებებზე უნდა შედგეს.

 

ორივემ დაადასტურა რომ დაიცავენ ძალის გამოუყენებლობის ”საყოველთაოდ მიღებულ პრინციპს” და არ მიმართავენ მუქარას სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ, მაგრამ ამავე დროს დაიტოვეს უფლება ასეთ ძალას თავდაცვისთვის იმ შემთხვევაში მიმართონ, თუ როგორც ამას კოკითი ამბობს ”ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდება” და საქართველო ახალ თავდასხმას წამოიწყებს.

 

მაგრამ როგორც სჩანს, ქართული მთავრობა არ განიხილავს აუცილებლად იმას, რომ სააკაშვილმა დოკუმენტურად გააფორმოს მისი პირობა სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, რომლის ციტირებაც ”კავკას-პრესმა” 30 ნოემბერს მოახდინა, განაცხადა რომ ”პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპის პარლამენტის ტრიბუნიდან არტიკულირებულ მშვიდობიან ინიციატივას, თუნდაც მხოლოდ ვერბალური სახით,  კანონიერი ძალა აქვს”.

 

14 დეკემბერს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ-კავკასიაში პიტერ სემნებისთან შეხვედრაზე სერგეი ბაღაფშმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არაა მზად სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება ირწმუნოს ”მანამდე, სანამ აფხაზებს არ ექნებათ ცხადი დასტური საქართველოს აშკარა მზაობისა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება გარანტირებული”.

 

უფრო მეტიც, აფხაზეთის ლიდერი ღიად მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მიკერძოებულია თბილისის სასარგებლოდ და ამიტომ ცდილობს გაერო-ს მხარდაჭერა მოიპოვოს, რომელსაც   სოხუმში დამკვირვებლები 1993-წლიდან 2009-წლამდე ჰყავდა.  ამ შეხვედრაზე სემნებისთან ბაღაფშმა გააკრიტიკა ”ევროპული პოლიტიკური სტრუქტურების საქართველოს მხარდამჭერი ქმედებები, რომლებიც მიკერძოებულია და პოლიტიკურად გააზრებული არაა.

 

ის როგორც სჩანს იმ მცდელობებს გულისხმობდა, რომელთა თანახმად   პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა უნდა განცალკევდეს, დაჩქარდეს უკანასკენელი, ხოლო პირველი უკანა პლანზე გადავიდეს. მან სემნების განუცხადა, რომ ევროპული მიდგომა, აფხაზური პოზიციის გათვალისწინებით, არსებით ცვლილებას საჭიროებს.

ამიტომ ბაღაფშმა გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გი მონს შესაბამისი თხოვნით მიმართა, ხელი შეუწყოს ორმხრივ შეთანხმებას აფხაზეთსა და საქართველოს შორის ”ძალის გამოუყენებლობისა და აგრესიის უარყოფის” შესახებ.

 

ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს მედიატორები ჟენევის მოლაპარაკებებზე სააკაშვილის წინადადებას, აფხაზეთის, სამხრეთ-ოსეთის ლიდერებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს მასზე, მიიჩნევენ მცირე  მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯად იმ უამრავი  პრობლემების გადაწყვეტისკენ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს საზავო ხელშეკრულებით ვერ გადაიჭრა. ამავე დროს  ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 15 დეკემბერს ვებ-საიტმა civil.ge-მ გამოაქვეყნა, ისინი აღიარებდნენ რომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ახლად ამოტივტივებული შესაძლებლობა, ოთხივე მხარეს შორის ისევ  უთანხმოების მიზეზად რჩება.

 

ელჩი პიერ მორელი,  რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენელი და თანათავმჯდომარეა, განმარტავდა რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, მხოლოდ მედლის ერთი მხარეა და უსაფრთხოების რეალური გარანტიებით გამყარებას მოითხოვს. ის განმარტავდა -  ”ჩვენ ყველა მონაწილესთან  ხაზს ვუსვამთ კიდევ და კიდევ იმას, რომ თუ გინდათ მუშაობა ძალის გამოუყენებლობაზე, თქვენ ამავე დროს უნდა იმუშაოთ უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემაზეც, რომელიც დაკავშირებულია ძალის გამოუყენებლობასთან. ძალის გამოუყენებლობა არ არის იმ ტიპის კონცეპტი, რომელიც ჰაერში ტრიალებს.

 

ეს არის რაღაც, რაც კონკრეტულ სიტუაციებს უკავშირდება, რაც გულისხმობს ქცევათა წესებს, გარანტიებს და შედეგებს ადგილზე. ასე რომ არ იყოს, ამდენად რატომ გაირთულებდა ნებისმიერი მხარე ცხოვრებას? ეს უსაფრთხოების რეალურ გაუმჯობესებას გულისხმობს. ამიტომ თუ  დაიწყებთ მუშაობას ამ სამართლებრივ და სავალდებულო განზომილებაზე, თქვენ გარანტიებსაც და მეთოდებსაც უნდა გადახედოთ”.

 

არც მორელს, არც მის კოლეგებს, თანათავმჯდომარეებს ანტი ტურუნენს გაერო-დან და არც ბოლატ ნურგალიევს, რომელიც ყაზახეთს წარმოადგენს ეუთო-ს თავმჯდომარის სტატუსში, არც კი მიუნიშნებიათ იმაზე, თუ რომელ კონკრეტულ მეთოდებს განიხილავენ ისინი, როგორც ეფექტურსა და პრაქტიკულად შესაძლებელს, მაგრამ 16 დეკემბერს, The Moscow Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკელი ექსპერტები კორი ველტი და სემუელ ჩარაპი მთელი ძალით ამტკიცებდნენ ევროკავშირის მეთვალყურეთა ფუნქციების გაზრდის მნიშვნელოვნებას.

 

ეს შეუიარაღებელი მეთვალყურეები 2008 წლის შემოდგომიდან განთავსდნენ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებს ესაზღვრება, სწორედ ისინი იკვლევენ, როგორც წესი, ყველა მხარის განცხადებას ადამიანის უფლებათა და საზავო შეთანხმების დარღვევის შესახებ.

 

კონკრეტულად კი ველტი და ჩარაპი მხარს უჭერენ ევროკავშირის დამკვირვებელთა შეთანხმებულ დაშვებას სამხრეთ-ოსეთის რაიონში, ახალგორში და აფხაზეთის სამხრეთ რეგიონში გალში, რომლის მოსახლეობის უმეტესობაც ქართველები არიან. ისინი მიუთითებენ, რომ ” მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის ორი წლის შემდეგ,  EUMM-მ, როგორც სჩანს ნდობა მოიპოვა რუსი სამხედროებისა, რომლებიც ტრადიციულად ეჭვით უყურებენ უნიფორმიან დასავლელებს, განსაკუთრებით რუსეთის საზღვრების მახლობლად.  იმის გამო, რომ შეუიარაღებელი დამკვირვებლები აქ ადგილობრივ მოსახლეობაზე იზრუნებენ და არ ჩაატარებენ სამხედრო ობიექტების ინსპექტირებას, შეიძლება  მოსკოვი დაეთანხმოს საკითხის ამგვარ გადაწყვეტას”.

 

მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ევროკავშირის მისია პირველად განთავსდა, აფხაზებმა განაცხადეს რომ  ისინი მის წევრებს აფხაზეთში შესვლის ნებას არ მისცემენ და თუ ბაღაფშის აშკარა იმედგაცრუებასა და ევროკავშირისადმი მის ეჭვებს გავითვალისწინებთ, ძალიან მცირეა საფუძველი პოზიციის რადიკალური შეცვლისა მაშინაც კი, თუ მოსკოვი ევროკავშირის მისიის შესვლას გალში პრინციპში დაეთანხმება.

 

ეს კი თანათავმჯდომარეებს ჟენევის მოლაპარაკებებზე შემდეგ დილემას შეუქმნის: აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით მიიღონ განსხვავებული სტრატეგიები, თუ ისინი ძველებურად ”იდენტურ ტყუპებად განიხილონ” მაშინ, როდესაც პირველი მიდგომა სამხრეთ-ოსეთში დარჩენილი ქართველების მოწყვლადობის შემცირების შესაძლებლობას შეიცავს.

Foreignpress.ge