„ჩემი გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება იწყება...“

„ჩემი გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება იწყება...“

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის წინ საქართველოს ხელისუფლება ლგბტ თემს მორალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. თბილისის მერი კახა კალაძე „პრაიდის კვირეულის“ გამართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან არსებობენ კონკრეტული ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ.

დავით სერგეენკო თვლის, რომ ე.წ. „ღირსების მარშის“ ორგანიზატორები საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ აზრს. ალეკო ელისაშვილის აზრით, „თბილისი პრაიდს“ ზიზღის მეტი არაფერი შედეგი არ აქვს.

განსხვავებულ პოზიციაზეა რომან გოცირიძე. ის ამბობს, რომ პრეზიდენტმა კეთილი უნდა ინებოს, მივიდეს პრაიდზე ცისარტყელას ფერი შარფით თავის მოძღვართან ერთად და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

უფრო ადრე ლგბტ თემის კვირეულთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე, რაც პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება იქნებოდა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ე.წ. ღირსების მარში არ უნდა დაეგეგმათ.

პარალელურად, 28 ევროპარლამენტარი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დაიცვას Tbilisi Pride- ს მონაწილეები.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ პრაიდის მონაწილეებს მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ამორალობაა ლგბტ-ობის პროპაგანდა. მისივე თქმით, არიან ძალები, რომელთაც დესტაბილიზაცია აწყობთ ჩვენს ქვეყანაში, მათი მიზანია, დამკვიდრდეს ჰომოსექსუალიზმი, ამიტომ ეს ძალები ესკალაციაზე შეიძლება წავიდნენ და საზოგადოებრივი დაძაბულობა არაფრად ჩააგდონ.

„ნახეთ, უნგრეთში რა ხდება ლგბტ პირთა მიმართებით? აგერ, თურქეთში ლგბ-ეები დაარბიეს. ამ სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალია, ჩვენმა მთავრობამ განაცხადოს, რომ, ვინაიდან პრაიდი იწვევს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალურ უკმაყოფილებას და ამან შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ხელისუფლება ფიზიკურად ვერ დაიცავს პრაიდს. თუკი სახელმწიფო იტყვის, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას, ამის შემდეგ უკვე საელჩოები გამოუცხადებენ ლგბტ პირთა მომხრეებს, ნუ მიხვალთ პრაიდზე, რადგან დაცულნი ვერ იქნებით, საბოლოოდ, სავარაუდოდ, პრაიდიც შეიკავებს თავს თავხედური მსვლელობისგან. აქ მთავარია, სახელმწიფომ ამ ადამიანებს გარანტია არ მისცეს. მათი ყველა უფლება დაცულია, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მაგრამ სახელმწიფომ მათი მხრიდან პროპაგანდა არ უნდა დაუშვას. უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც უნგრეთი, სადაც ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა, რადგან ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, ბავშვები არ უნდა მოექცნენ მათი ზეგავლენის ქვეშ“, - აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისივე განმარტებით, ძირითადად ევროპის ქვეყნებში ტარდება ეს ბინძური პრაიდები. ლგბტ თემს ოკუპირებული აქვს განათლების სისტემა, მედია, ისინი სიძულვილით ლაპარაკობენ ეკლესიაზე, სიწმინდეზე, ოჯახზე, ქალიშვილობაზე. ამაზე მეტი დარღვევა რა უნდა იყოს, როცა ერთსქესიან ოჯახს ბავშვი აჰყავს, მაგრამ ვერც ერთი ჟურნალისტი, ხელოვანი ვერ იტყვის, რომ ეს ძალადობაა, რადგან სამსახურს კარგავენ.

„ამ ბილწი უმცირესობის ჩვეულებრივი დიქტატურაა საზოგადოებაზე. საქართველოში არ არის მთლად ისე, როგორც ლონდონში, რომ გეი-მერები მოუძღვებოდნენ ლგბტ პრაიდებს, თუმცა საქართველო უკვე ამ ზღვარზეა. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც შარშანწინ, სახელმწიფომ ხელი არ შეუწყოს პრაიდს და უთხრას, ჩვენ ვერ დაგიცავთ, ამის ძალა შეიძლება არ გვეყოს, ამიტომ ნუ გამოხვალთ. შემდგომ უკვე უნგრეთის მსგავსად უნდა ავკრძალოთ ჰომოსექსულიზმის ნებისმიერი პროპაგანდა“.

გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ, წესით, პოლიცია უნდა იცავდეს ხალხს, თუკი ხდება სიძულვილის, ძალადობის, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჩვეულებრივი მოქალაქეების დაცვას და ხალხი ვერ არის მშვიდად, ამიტომ საჭიროა, ჩვენი მოსახლეობა გამოვიდეს პრაიდის გასაპროტესტებლად. ამიტომაც გამოდიან ამის გასაპროტესტებლად მღვდლები, ეპისკოპოსები, ამიტომაც მოუწოდებენ მრევლს ქუჩაში გამოსვლისკენ.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, „ყველაფერს რომ დავიკავებთ, მაშინ მოუწევთ ჩვენს გვამებზე გადაბიჯება, მაშინ გვხოცოს პოლიციამ“. ამიტომ ხალხის გამოსვლას და შიშველი ხელებით დგომას გურამ ფალავანდიშვილი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. თუ ლგბტ პირები ისევ ჩაატარებენ თავის აქციას და კვლავ თავის ჭკუაზე იქნებიან, მაშინ ანტი ლგბტ მოძრაობის წევრები კარავს გაშლიან, რადგან შეიძლება რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს კარვებში ღამის გათევა მოუწიოთ.

„სიმბოლურად გვექნება 1- 2 კარავი, ვინც დაიღლება, წამოწვება. ეს კარვებიც იმისთვის გვინდა, რომ ტერიტორია წინასწარ დავიკავოთ, რომ ლგბტ-ეები აღარ გახდნენ გასაყრელნი, ჩვენ ვიყოთ და ეგენი ვერ მოვიდნენ. თუ ამასობაში ეგენი წავლენ და, ვთქვათ, გლდანში მოაწყობენ პრაიდს, იქაც წავალთ მერე, მაგრამ, თავიდან სადაც დააანონსეს, იქ არ უნდა გამოვიდნენ. რახან მათ დააანონსეს რუსთაველის მეტროსთან, ჩვენც რუსთაველის მეტროსთან უნდა გავავსოთ იქაური მოედანი, რომ მათ პრაიდზე მისვლა გაუჭირდეთ. ძალიან ბევრი სამღვდელო პირი იქნება, შეიძლება ასობით იყვნენ, მთავრობას და ღარიბაშვილს მოუწევს, ეს სამღვდელო პირები სცემოს, რადგან ჩვენ არ წავალთ ჩვენი ნებით. მღვდლები რომ სცემონ იმისთვის, რომ ვიღაცამ მერე იქადაგოს ჰომოსექსუალიზმი, ქუჩებში იკოცნაოს და რუსთაველზე ლგბტ დროშები აფრიალოს, ამას გადაჰყვება მთელი სახელმწიფო“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

რაც შეეხება კახა კალაძის განცხადებას, ფალავანდიშვილის თქმით, მართალია, ეს იმგვარი განცხადება არაა, რაც ღირსეულ კაცს ეკადრება, მაგრამ ეს იყო უფრო გამოსავლის ძიება. კალაძის განცხადებაში ჩანდა შანსი, რომ შეიძლება ლგბტ პირებს არ ჩაატარებინონ პრაიდი, მაგრამ ეს არ იყო ეროვნული განცხადება, რომ მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი, ეს გარყვნილებაა. ზოგადად, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, კალაძის, კობახიძის განცხადებები არ ნიშნავს, რომ „ჩვენ მოვტყუვდებით და მათ იმედზე ვიქნებით“.

„თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულებაა, თავი შეიკავო პრაიდისგან“,- ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და for.ge- სთან საუბრისას განმარტავს, რომ ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს და მხოლოდ პრაიდი არ არის არსებითი. მთავარია, არც ერთი მხრიდან კანონი არ დაირღვეს, რადგან ჩვენს მოსახლეობასაც აქვს თავისი უფლებები, მათ ვერ ავუკრძალავთ ლგბტ პირთა საწინააღმდეგო აზრს.

„ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებას აქვს თანმდევი მდგენელი პრინციპი, მას უნდა ახლდეს პასუხისმგებლობა. ჩემი გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება იწყება. ამიტომ პრაიდის ორგანიზატორებსაც მორალური პასუხისმგებლობა მართებთ, არ შეიძლება ადამიანმა საკუთარი შეხედულება საჯაროდ დომინანტად და ნორმად აქციოს, ეს უკვე სცდება გამოხატვის თავისუფლებას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.