შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა თანამდებობა დატოვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა თანამდებობა დატოვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

21 ივნისს შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 181-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 168 - წინააღმდეგ წავიდა.

შვედეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც მინისტრთა კაბინეტი ახალაშენებულ სახლებში საცხოვრებელი ბინის იჯარაზე საბაზრო ფასების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ სტეფან ლევენი შვედეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს.