დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, აღფრთოვანებული დარჩებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, აღფრთოვანებული დარჩებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას არც თუ ისე შორეულ მომავალში გააკეთებს.

„განცხადებას არც თუ ისე შორეულ მომავალში გავაკეთებ. ახლა მე ბევრ ადამიანს ვეხმარები, რათა 2022 წლის კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვონ. ჩვენ რადიკალ მემარცხენეებს ვებრძვით. ისინი ბოროტები არიან და კარგ საქმეს არ აკეთებენ და ქვეყნისთვის ძალიან ცუდები არიან. გულწრფელად მჯერა, რომ მათ ჩვენი ქვეყანა არ უყვართ. მათ ჩვენი ქვეყანა არ უყვართ“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შესანიშნავი იქნება.

„ვფიქრობ, აღფრთოვანებული დარჩებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით. ვფიქრობ, ძალიან ბედნიერი იქნებით“, - განაცხადა მან.