ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ ეწინააღმდეგება იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტი ან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდეს.
დღეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყაროს და რუსეთის პროვოკაციებსა და ჰიბრიდულ შეტევებზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმები შექმნას.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვისაა საჭირო.
„ეს არის მომთხოვნი დიალოგი, რადგან ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.