ბოლო მონაცემებით, მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 99 - დაკარგულად მიიჩნევა

ბოლო მონაცემებით, მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 99 - დაკარგულად მიიჩნევა

ბოლო მონაცემებით, მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 99 - დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 35 ადამიანი გამოიყვანეს. ამ ეტაპზე 99 ადამიანთან დაკავშირება შეუძლებელია. არსებობს ვარაუდი, რომ შენობის ნაწილის ჩამონგრევის დროს ისინი საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი.