სასამართლო ჯორჯ ფლოიდის მკვლელს განაჩენს დღეს გამოუტანს

სასამართლო ჯორჯ ფლოიდის მკვლელს განაჩენს დღეს გამოუტანს

სასამართლო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში მსჯავრდებულს, ყოფილ პოლიციესლ დერეკ შოვინს განაჩენს დღეს გამოუტანს.

21 აპრილს ნაფიცმა მსაჯულებმა დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა.