„როდესაც ადამიანებს კონსპირაციული შეხვედრა უნდათ, ისინი ერთ სასტუმროში და ერთ ნომერში არ ცხოვრობენ - ან დეტექტივი არ აქვთ წაკითხული, ან ნანახი?“

„როდესაც ადამიანებს კონსპირაციული შეხვედრა უნდათ, ისინი ერთ სასტუმროში და ერთ ნომერში არ ცხოვრობენ - ან დეტექტივი არ აქვთ წაკითხული, ან ნანახი?“

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვაშინგტონში საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ისე მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი პარტნიორებს და კოლეგებს აინტერესებთ, მას როგორი ხედვა აქვს მომავალის. ექსპრემიერი ამბობს, რომ შეხვედრები ჰქონდა ადმინისტაციაში, უშიშროების საბჭოში, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილთან. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო განთავსებული, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ იქ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს შეხვდა და ამბობს, რომ საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ აქვს. კონსპირაციების თეორიას არ იზიარებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბრიაძე, რომლის შეფასებით, მმართველ გუნდი და ნაციონალები ცდილობენ შუა დარჩეს გაკაფული.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ყოფილი პრემიერი არ ადასტურებს სააკაშვილთან შეხვდრას, მაგრამ მართველი გუნდი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ეს შეხვედრა შედგა. უშვებთ სააკაშვილისა და გახარიას რაიმე სახის კომუნიკაციას? გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი ჟინით რომ ებრძოლა, როგორც დღეს მის წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა. პრინციპში, არის ამაში სიმართლის მარცვალი...

ვახტანგ ძაბირაძე: შესაძლოა, სიმართლის მარცვალი მართლაც იყოს ამ განცხადებაში, ოღონდ სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა, პოლიტიკური ლანდშაფტის თვალსაზრისით, თორემ სხვა მხრივ არ მგონია, რაიმე შეცვლილიყო - ვგულისხმობ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აურას, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ, არა მგონია ამ მხრივ დიდი ცვლილებები ყოფილიყო.

რაც შეეხება გახარია–სააკაშვილის შეხვედრას, ძალიან მარტივი თემაა - 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე არის მცდელობა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. მნიშვნელობა არ აქვს, გახარია იქნება, ხაზარაძე, ერთად იქნებიან, თუ ცალკე, ამაზე მუშაობს ორი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ გახარიას წინააღმდეგ აგორდეს ასეთი ტალღა და ორივე მხარე იყოს ამაში დაინტერესებული.

ამ შემთხვევაში უმრავლესობის პოზიცია გასაგებია, გახარია არის კონკურენტი, მიაქვს „ოცნების“ ამომრჩევლის ხმები, მაგრამ ოპოზიციას შემთხვევაში სად არის გადაკვეთა?

– მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამ წვრილმა პარტიებმა უფრო ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ გადავიდნენ ბოიკოტის რეჟმში, ბუნებრივია, რომ მათ დაკარგეს ამომრჩეველი. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ისინი იმ პროცენტსაც ვერ აიღებენ, რაც გასული წლის ნოემბერში აიღეს. იმიტომ, რომ მათი ელექტორატი იყო ის ამომრჩეველი, რომელსაც არც „ოცნება“ უნდოდა და არც ნაციონალები.

ლაპარაკი, რომ ჩვენ ერთად არ ვიყავით, ამას რიგითი ამომრჩეველი ვერ ითვალისწნებს, ვერ იღებს და ვერ აღიქვამს. ელექტორალური სისტემა რომ ისეთ დონეზე იყოს და ასეთ ნიუანსებში ერკვეოდეს, მაშინ რა გვიჭრს, ქვეყანაც მშვენიერი გვექნება და სახელმწიფოც, მაგრამ არ არის ასე. ამიტომ, მათ დაკარგეს ამომრჩეველი. ამ დროს შემოდის ახალი პოლიტიკური ძალა გახარიას სახით, რომელიც სწორედ ამ ელექტორატზე მუშაობს - ნაწილი „ოცნების“ და ნაწილი იმ პატარა პარტიების ელექტორალური შემადგენლობა წაიყვანოს. ამიტომ, ორივე ძალა ებრძვის გახარიას.

ანუ, ინტერესთა თანხვედრაა?

– რა თქმა უნდა. არც ერთ მათგანს არ უნდა გაჩნდეს მესამე რეალური ალტერნატივა. რამდენად რეალურია, ეს კიდევ სხვა თემაა. ორი, სამი წელია ვიძახით, რომ არსებობს მესამე ელექტორალური ამომრჩეველი და ფაქტია, რომ ეს ამომრჩეველი არსებობს ამ ქვეყანაში.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს გახარია მესამე ელექტორალური ამომრჩელის მოზიდვას?

– ჯერჯერობით გახარიას რა აქვს? - პრემიერობის დროს მიღებული პოლიტიკური კაპიტალი.

პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული...

– მე ასე არ ვიტყოდი. ეს დამოუკიდებელი კაპიტალია. კი, გეთანხმებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააგროვა, მაგრამ დააგროვა თვითონ გახარიამ და არა „ქართულმა ოცნებამ“. ანუ, გახარიას პერსონალურად გააჩნია თავისი პოლიტიკური კაპიტალი და მისი გუნდის პერსონალური პოლიტიკური კაპიტალიც ეგ არის. მეტი, მათ არ აქვთ. ჩემი შეფასებით, ეს არის 5%–ის ფარგლებში. ამიტომ, გახარიას ახლა მოუწევს იმის მტკიცება, რომ მას შეუძლია მიიზიდოს ეს ამომრჩეველი.

რაც საკმაოდ რთულია...

– კი და ამიტომ, მუდმივად იქნება დარტყმა ყველა მხრიდან. გახარია გახდა ყველას კონკურენტი, მთელი პოლიტიკური სპექტრის. ამიტომ, როგორ მოიქცევა, რა ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე იქნება დამოკიდებული. თავის დროზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი და საკმაოდ დიდი, რომ ყოფილიყო მესამე პოლიტიკური ძალა, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ბოლოს პარტია დაიშალა. ეს შანსი ჰქონდა „ლელოს“, მაგრამ დაუშვეს შეცდომები. ასე რომ, თუ გახარია დაუშვებს შეცდომებს, რა თქმა უნდა, დარჩება 4–5%–ის ფარგლებში. მაგრამ, თუ 2024 წლამდე გადაიწია არჩევნებმა, შეიძლება ესეც დაკარგოს. თუ სწორად წაიყვანს პროცესს, მაშინ მას აქვს პოტენციური შანსი იმისა, რომ მიიმხროს ამომრჩეველი. ჯერჯერობით კი, გახარიას მთელი პოლიტიკური გუნდი იკვებება მისივე პოლიტიკური კაპიტალით. მის ორბიტაზე არიან ყოფილი ჩინოვნიკები, ამასთანავე გარკვეული დოზით და საკმაოდ მსუყე დოზით ძალოვანი სტრუქტურები, რაც ელექტორალური თვალსაზრისით დიდად მიმზიდველი არ არის.

იმ დაპირისპირების ფონზე, რაც გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, დამოუკიდებელი კაპიტალი იქნება საკმარისი არჩევნების საბოლოო შედეგისთვის?

– ჩემი აზრით, საკმაოდ დააგვიანა გუნდის ფორმირება. ახლა მიდის ფორსირებულად გუნდის შექმნა. ამიტომ, არ ველოდები, რომ რაღაცა გარღვევა იქნება ადგილობრივ არჩევნებზე. თუ შეინარჩუნებს 5%–იან ბარიერს, ჩემი აზრით ეს იქნება წარმატებული გახარიას პოლიტიკური ჯგუფისთვის, მაგრამ მეეჭვება, რომ მან შეძლოს 5%–ის შენარჩუნება, თუ, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდა. მე არ ვიცი, როგორია მისი პარტიული სტრუქტურა. იმიტომ, რომ ეს არის ადგილობრივი არჩევნები, სადაც წარმატება ძირითადად მაინც ადგილობრივ რეგიონალურ ორგანიზაციებზე და იქ არსებულ კადრებზე არის დამოკიდებული და არ ვიცი, ამ მხრივ როგორი ვითარებაა. გახარიას ზოგადი პროცენტი შეიძლება მაღალი ჰქონდეს, მაგრამ იგივე ჩოხატაურში ნული იყოს მისი გუნდის პოლიტიკური წონა.

რაც შეეხება შეხვედრას, გახარია ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო განთავსებული, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ იქ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს შეხვდა. საინტერესოა , ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ინფორმაცია აქვს „რუსთავი 2“–ს და არა უსაფრთხოების სამსახურს. ფიქრობთ, ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსპირაციული შეხვედრა ყოფილიყო სასტუმროში, სადაც ძალიან მარტივია, რომ დაგაფიქსირონ?

– როდესაც ადამიანებს კონსპირაციული შეხვედრა უნდათ, ისინი ერთ სასტუმროში და ერთ ნომერში არ ცხოვრობენ. რა ვიცი, შეიძლება ეს განსჯის საგანი იყოს? ამ დონეზე ვართ ისევ? რომელი საუკუნეა? ნუთუ კიდევ შეიძლება ამნაირმა ჭორმა იმუშაოს? ან დეტექტივი არ აქვს ვინმეს წაკითხული, ან ნანახი? როგორ შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო იმაზე, რომ სააკაშვილი და გახარია ერთ სასტუმროში შეიკრიბნენ და ერთ სასტუმროში ჩუმად ჩურჩულობდნენ?! არც სააკაშვილია ასეთი გულუბრყვილო და არც გახარია. თუ თვითონ ასეთები არიან, ვიღაცეები ხომ ჰყავთ უფრო ჭკვიანები? არ ვიცი.

ამაზე აქცენტის გადატანა რას აძლევს მმართველ გუნდს? მით უფრო, რომ მსგავსი შეთქმულების თეორიის არავის სჯერა...

– ჩვენ არ გვჯერა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცეები ამას იჯერებენ. თქვენზე და ჩემზე არ არის გათვლილი ეს ჭორი. იმ ელეტორატზეა გათვლილი, რომელიც დაიჯერებს, რომ გახარიამ ითამაშა სააკაშვილის თამაში, ისინი ამერიკაში შეხვდნენ ერთმანეთს. ნუ, სრული იდიოტიზმია, მაგრამ, როგორც ჩანს, არის ელექტორატის ნაწილი, რომელიც ამას დაიჯერებს. ნორმალურ ადამიანს ასეთი რამ თავში არ მოუვა.

როგორც გითხარით, მმართველ გუნდი და ნაციონალები ცდილობენ შუა დარჩეს გაკაფული. გახარიას აქვს რაღაცა პოტენტენციალი და ამიტომ, ის დროზე უნდა მოისპოს. „ქართული ოცნების“ მოტივი გასაგებია, თუ ამომრჩეველი დაიჯერებს, რომ გახარია სააკაშვილის თამაშს თამაშობს, ეს ამომრჩეველი გაყვება „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ეს ხმები სჭირდება. რაც შეეხება ნაციონალებს, ისინი თავის ელექტორატს სთავაზობენ, რომ აი, სააკაშვილი იმდენად მაგარია, რომ გახარიას დაელაპარაკა. ორივე მუშაობს გახარიას წინააღმდეგ და ამავე დროს თავის ელექტორატზე.

გოგი თუ იმ სასტუმროში გახარია მივიდა პირველი და ეს სააკაშვილმა იცოდა, შეგნებულად მივიდოდა. არ შეიძლება დადგინდეს ვინ რა დროს მივიდა სასტუმროში?
3 წლის უკან