ათენში საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა დისციპლინურ მოსმენაზე მოხდა. 36 წლის მღვდელს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, 2018 წელს მის მფლობელობაში 1.8 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ეპისკოპოსები მღვდლის ეკლესიიდან აღკვეთის საკითხს განიხილავდნენ.
3 ეპისკოპოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთ მათგანს მოგვიანებით პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდება. ასევე დაშავდა მცველი, რომელმაც ინციდენტის დროს სასულიერო პირების დახმარება სცადა.
ჩვენმა მამაოებმა შეიძლება ერთმანეთს აგინონ, სცემონ ან, დიდი-დიდი ჩაუსაფრდნენ და ტყვია დაუშინონ მანქანით მიმავალ ქრისტესმიერ ძმას, მაგრამ მჟავის შესხმა?.. ეს უკვე მეტისმეტია! :)