„გადათვლისას ცდომილებები ძალიან დაბალი იყო, რომელსაც არ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე“

„გადათვლისას ცდომილებები ძალიან დაბალი იყო, რომელსაც არ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე“

პანდემია, მასშტაბის სირთულე და პოლიტიკური დაძაბულობა - ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს წინა არჩევნებისგან ამით განასხვავებს. თამარ ჟვანია ხარვეზებსაც აღიარებს, მაგრამ გაყალბება გამორიცხა.

არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ცესკოს თავმჯდომარეს სამ საათნახევარი უსმენდნენ. რა მოუყვა კომისიის წევრებს თამარ ჟვანიამ და გადაცდომები, რომლებიც გამოვლინდა არჩევნების შედეგებზე რა გავლენას იქონიებს? for.ge-ს კითხვებს, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ უპასუხა.

არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმინა, ასევე - პროკურატურის წარმომადგენელს. რა ინფორმაცია მიიღეთ მათგან, განსაკუთრებით თამარ ჟვანიასგან?

- სამ საათნახევარი, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა,  ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა. მასთან დავსვით ყველა ის კითხვა, რომელსაც ამ 7 თვის განმავლობაში ოპოზიცია სვამდა. მინდა გითხრათ, მივიღეთ,  ამომწურავი, დამაჯერებელი და რაც მთავარია, კონკრეტული ფაქტებით გამყარებული პასუხები, რომელიც ძალიან ღირებული ინფორმაცია იყო. ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება არა მხოლოდ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ ამ დისკუსიაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები და ჩვენ, როდესაც დადგენილების პროექტს პარლამენტში წარვადგენთ, აუცილებლად ეს საკითხები გასათვალისწინებელი გვექნება. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო იყო და რაც მთავარია, საზოგადოებაში თუკი რაიმე შეკითხვა არსებობდა - ჩვენს მიერ განხორციელებული გადათვლებით მიღებული ინფორმაციით, გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაციით და რაც კი დაგროვდა, ყველა საკითხზე, კომისიის ოთხივე წევრმა თამარ ჟვანიას შეკითხვები დავუსვით. აბსოლუტურად კითხვის ნიშნები აღარ დარჩენილა, რომელიც ოქტომბრის არჩევნებთან იყო დაკავშირებული.

რაც შეეხება პროკურატურის წარმომადგენლებს, ჩვენ სამართალდამცველი ორგანოების რეაგირების ფორმატს ვსწავლობთ. ანუ, რამდენად მყისიერი იყო მათი მხრიდან რეაგირება. ჩვენ სტატისტიკა მივიღეთ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასევე პროკურატურიდან. მაგრამ, რადგანაც პროკურატურა ზედამხედველობს საგამომძიებო პროცესს და სასამართლოში ბრალდების მხარეა, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ პროკურატურის წარმომადგენლები მოგვეწვია. გამოვავლინეთ, რომ 19 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ამ ეტაპისთვის 5 გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, რომელიც ეხება ძალადობის ფაქტებს, სხვისი ქონების დაზიანებას და ასევე ჟურნალისტისთვის ხელის შეშლას. ასევე, მიმდინარე საქმეებია, რომლებიც სასამართლოში განხილვის პროცესშია. რაღაც საქმეებზე კი პროცესი შეწყდა. ჩვენ მოვუწოდეთ პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ გამოძიება რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

ბატონო გივი თქვენ ბრძანეთ, რომ თამარ ჟვანიასგან ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღეთ. კონკრეტულად, რომელი იყო ყველაზე მნიშნელოვანი საკითხი, რომელმაც 100 პროცენტით დაგაკმაყოფილათ და კითხვები აღარ გაქვთ?

- მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მივიღეთ პასუხები. დაწყებული თუ რატომ მოხდა შვიდ საათნახევარში შედეგების გამოცხადება და რატომ უფრო ადრე არ მოხდა? ამაზე, დეტალური პასუხი მივიღეთ. იმდენად დეტალური, რომ გამიკვირდა კიდეც 7 საათნახევარში როგორ შეძელით, რომ პირველადი შედეგები გამოგეცხადებინათ-თქო. ასევე საუბარი გვქონდა ოქმების ჩასწორებაზეც, რომელიც პროცედურულად კანონთან შესაბამისია. ამის შესახებ არასამთავრებო ორგანიზაციებთან შეხვედრისას მათაც დაადასტურეს, რომ სამართლებრივად სწორია. მაგრამ, როდესაც ოქმების ჩასწორებები მეორე დღესაც ხდებოდა, რომელიც ასევე კანონით დაშვებული იყო, უბრალოდ, კითხვის ნიშნები გაჩნდა, თუ რატომ ხდებოდა. მაგრამ, ეს ისევ და ისევ პანდემიისა და იმ სტრესული გარემოს მომენტი იყო, რადგან იმ დღეს ადამიანები ძალიან სტრესულ გარემოში იყვნენ და ამ ყველაფრის განხორციელება მეორე დღეს მოხდა. ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად ხდებოდა. ჩვენ ასევე პრევენციულ ზომებზეც ვმუშაობთ, რათა სამომავლოდ რაიმე კითხვის ნიშნები აღარ დაიბადოს.

ასევე კითხვები დავებთან დაკავშრებით იყო. თითქმის 70% შემთხვევაში არაუფლებამოსილმა პირებმა საჩივრები ვადის დარღვევით წარადგინეს. ჩვენ ვკითხეთ, მიუხედავად იმისა, რომ დასაშვებლობის გამო ამ საჩივრების განხილვა არ მოხდა, თქვენ შინაარსში ხომ არ შესულხარ-თქო? თამარ ჟვანიამ დამიდასტურა, რომ რიგ ოლქებში მივეცით მითითება, რომ შინაარს გაცნობოდნენო.

ამასთან საარჩევნო ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ და ამდენი წარმომადგენლიდან განსხვავებული აზრი პროპორციულთან დაკავშრებით მხოლოდ რვამ დაწერა, ხოლო ექვსმა მაჟორიტარულთან დაკავშირებით. რაც 3800 უბნისთვის იმდენად არაფრისმთქმელი ციფრია, რომ საერთოდ, განსხვავებული აზრის ფორმირება არ მომხდარა და ეს ასევე ამყარებს იმ აზრს, რომ ყველაფერი ხელოვნურად ინსცენირებული იყო.

ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც პრეტენზიები, ამაზე თამარ ჟვანიამ რა პასუხი გაგცათ?

- რაც შეეხება არასამთავრობოების დავებს, თამარ ჟვანიამაც დაადასტურა, რომ არასამთავრობოებს იმაზე მეტი საჩივარი არ დაუწერიათ, რასაც სხვა არჩევნების დროს წერენ. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც გასაკვირი არაფერი ყოფილა. იყო საუბრები, რომ ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით პრობლემები არის. ასევე, პრობლემებია რიგი ადამიანების კომპეტენციასთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც ვიმსჯელეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მაგრამ, ახლა ყველაზე მთავარია ცესკო კარზე მომდგარი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს.

ასევე კომისიამ მარნეულის კომისიის წევრებიც გამოკითხეთ და ამ შემთხვევაში რა დარღვევებზეა საუბარი?

- მარნეულთან დაკავშრებით არაკომპენტენტურობა გამოიკვეთა - კომისიის წევრმა ოქმს ხელი არ მოაწერა და უბანი ისე დატოვა. კომისიის თავმჯდომარემ არც კი იფიქრა, რომ ეს კომისიის წევრი მოეკითხა, მაშინ როდესაც ოქმზე ხელმოწერა სავალდებულოა. ამიტომ, ჩვენ მომავალ კვირას ამ ფაქტზე და კიდევ სხვა ფაქტებზე, რომელიც შევისწავლეთ, კომისიის ფარგლებში მსჯელობა გვექნება. ჩვენ, კომისიას უფლებამოსილება გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოების წინაშე, მათ შორის ცესკოს წინაშე დავაყენოთ საკითხი კონკრეტული პირების მიმართ, რომ მოხდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ მსჯელობა. ამ რეკომენდაციით აუცილებლად გამოვალთ. უბრალოდ, ახლა ვერ გიკონკრეტებთ ზუსტად რომელ საკითხზე, რადგან ჯერ კიდევ სამსჯელოა. თუმცა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აუცილებლად ასეთი რეაგირებები იქნება.

ბატონო გივი რამდენიმე თვეა რაც კომისია მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მოუსმინეთ კომისიის წევრებს, სამართალდამცველებს და თვით ცესკოს თავმჯდომარესაც. შეგიძლიათ გვითხრათ, თუ გამოიკვეთა უკვე ოქტომბრის არჩევნებზე, დაახლოებით, პროცენტულად დარღვევები რამდენი იყო და რომელიმე პარტიას თუ დააკლდა პროცენტები ან მოემატა?

- ცდომილებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ იმ ფორმულით, რომელიც დავით ზილფიმიანმა შემოგვთავაზა, ზოგიერთ პარტიას პროცენტული მაჩვენებელი დააკლდა, დაახლოებით პროცენტულად 0.001%-ია. ამ ფორმულირების საფუძველზე გამოვლინდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 0.02% მოემატა და 0.05% „ქართულ ოცნებას“. რეალურად ეს იმდენად მცირე ცდომილებაა, აბსოლუტურად არ იძლევა არანაირ საფუძველს, რომ ვთქვათ ცდომილება იყო. ასევე, ჩვენ ამ 20 უბნის გადათვლა გავაკეთეთ და ცდომილებები ძალიან დაბალი იყო, რომელსაც არ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები განხილვის საგანი გახდა და ოპოზიციამ ხელზე დაიხვია. როდესაც ფორმულა დადგინდა, „სამართლიანი არჩევნების“ შედეგები და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არანაირი გაყალბების რაიმე ნიშანწყალი არ იკვეთება. ამ ხნის განმავლობაში, რაც კომისია მუშაობს, გამოიკვეთა მხოლოდ შეცდომები და არაკომპეტეტურობის ფაქტები.

trampi admin ....გამარჯობა

თხოვნა ---ლაგაზიძესთან ინტერვიუ აიღეთ ......
...მაგ ქალბატონმა მეტამორფოზა განიცადა და მგონი ისევ ძველებური, საღი აზროვნება, აღუდგა...
ბიძოზე გამწარებული..(რადგან თავისთან არ დაუძახა) 6-7 წელი თითქმის ყველა საქმეს უკუღმა გვიმტკიცებდა (მაგ მაწონი შავიაო) ...
. ოპოზიციას, (ფაქტიურად ნაცებს) ოცნების გაქანებული ლანძღვით ზურგს უმაგრებდა...........
ამ ე.წ. ,,მეგობრების,, ორმაგ- ოთხნმაგ სტანდარტებისა და იმათ გოთვერნობებზე, თუ ვინმე ხმას ამოიღებდა, ეგრევე რუსეთუმეს ეძახდა(დაჟე უარესებს)...
..ეხლა ეგრე აღარ ლაპარაკობს
საქართველოზე თქვა ....საქართველომ სათავისო დამოუკიდებელი გაწონასწორებული პოლიტიკა უნდა აწარმოოსო (ანუ ამერიკის სასარგებლოდ, იმათ დაკრულზე რუსის ტრაკში ეკლად არ უნდა ვიყოთო,მით უმეტეს საკუთარი თავის საზიანოდო).....
და ოპოზიციაზე თქვა კიდევ რომ ესენი ოპტომ ყველა მოსაშორებელიაო.......ოცნებაც მიალანძღა (აქაც ვეთანხმები)
მოკლედ უყურა უყურა ამ ქალბატონმა მოვლენებს....... ილაპარაკა და ილაპარაკა რეალობის წინაააღმდეგ მაგრამ ,,ჭირმა მაინც თავი ვერ დამალა,,
და რეალობა თქვა მაინც
ადრე ამ ქალბატონს მთელი ეს საიტი დიდ პატივს ვცემდით ....ჰოოდა საინტერესოა ამ შვიდი წლის მერე რას იტყვის



კახიშვილი კი მაინც კაი კაცად დარჩა.....
3 წლის უკან