„კალაძის დაკარგვა წამგებიანი იქნება „ქართული ოცნებისათვის“, რომელსაც უგულო დამოკიდებულების და დაუფასებლობის იმიჯი აქვს“

„კალაძის დაკარგვა წამგებიანი იქნება „ქართული ოცნებისათვის“, რომელსაც უგულო დამოკიდებულების და დაუფასებლობის იმიჯი აქვს“

„ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე ოფიციალურად არ გაუკეთებია განცხადება, რომ თბილისის მერის არჩევნებში მოქმედი მერის, კახი კალაძეს კანდიდატურას წარადგენს, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მოქმედმა მერმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ კალაძე ამ ეტაპზე არის უკონკურენტო.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

კალაძე ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, პირდაპირი კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან. ფაქტია, მან იცის ფიარის მნიშვენელობა. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ ნდობის რეიტინგიში წელგამართული არ არის, კალაძის კანდიდატურა იქნება სწორი სვლა გამარჯვებისთვის და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით?

რამაზ საყვარელიძე: ნაწილობრივ თქვენმა კითხვამ ჩამოთავლა ეს კრიტერიუმები. თუ „ქართული ოცნება“ არ გააკეთებს ამ არჩევანს და რაიმე მოტივით არ დაასახელებს კალაძეს მერად, წამგებიანი იქნება „ოცნებისთვის“. შესაბამისად, ის განსხვავება რაც კალაძეს დასახელება-არდასახელებაში გაჩნდება რეიტინგებში, სწორედ ეს განსხვავება არის „ოცნების“ მოგება. საეჭვოა, კალაძეს ვინმემ მოუგოს მერის არჩევნები, მით უფრო, რომ დიდი ხანია „ოცნებას“ საყვედურობენ, რომ მისთვის და ქვეყნისთვის საჭირო  მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს.

„ქართული ოცნება“ არ უფრთხილდება კადრების შენარჩუნებას. იმ შემთხვევაში, თუ კალაძესთან დაკავშირებით რამე გაუგებრობა მოხდა, ეს საყვედური მით უფრო გაიზრდება და იყვირებს. ასე რომ, კალაძის დაკარგვა ძალიან წამგებიანი იქნება „ქართული ოცნებისათვის“, რომელსაც უგულო დამოკიდებულების და დაუფასებლობის იმიჯი აქვს.

თქვენ ახსენეთ, რომ „ოცნებას“ აქვს დაუფასებლობის იმიჯი საზოგადოებაში, სად და რა მიმართულებით ჩანს დაუფასებლობა?

– დაუფასებლობაში ვგულისხმობ სწორედ გახარიასთან დაკავშირებულ მძაფრ კრიტიკას, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ცოტა ხნის წინ, გახარიას თავად პარტიის ლიდერი აქებდა და ქვეყნის პრემიერ–მინისტრი იყო. რბილად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ეს ორგვარობა, ორსახეობა, რაც გახარიას ნაწილში ჩანს, რასაკვირველია, წამგებიანია. თუკი იგივე ტენდენცია გამოჩნდა კალაძის მიმართ, მთლიანობაში „ოცნების“ სახელი გაფუჭდება.

თვითონ კალაძეს რამდენად უკონკურენტო კანდიდატი იქნება? ჯერ არ ვიცით, ვის წარადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება თუ არა ერთიანი კანდიდატურა, მაგრამ თუ მოვლენების გადავხედავთ, ალბათ, ოპოზიცია ვერ შეთანხმდება ერთიან კანდიდატურაზე. გახარია ამბობს, რომ ღირსეული მერობის კანდიდატი ეყოლება და ეს არის რეზი არველაძე, არ ვიცით ვისზე შეაჩერებს არჩევნას ლევან ვასაძე...

– გააჩნია პარტიის გამამყარებელი გახდება თუ არა კანდიდატი, რადგან მერი, ამავე დროს, ამყარებს იმ პარტიას, რომლის წარმომადგენელიც არის. თუ იქნა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოებას უნდა, რომ გამყარდეს უფრო, ვიდრე „ოცნება“, აი, აქ შეიძლება კალაძის კანდიდატურა აღმოჩნდეს რისკის ქვეშ.

ამ შეთხვევაში კალაძეში იქნება პრობლემა, თუ პარტიაში?

– თვითონ კალაძეში არ იქნება პრობლემა, პრობლემა იქნება პარტიაში. თქვენ იცით, რომ თბილისის მერობა არის პარტიათა დუელის არენა. ამ დუელში გაიმარჯვებს ის, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო სასურველი იქნება, იმ პარტიის კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომლის გაძლიერებაც უნდა და არა იმიტომ, ის კანდიდატურა კალაძის კანდიდატურაზე უკეთესად მიაჩნდეს. კალაძეს, როგორც მერს, ვერც ერთი ვერ შეედრება ენერგიით, პოზიტიური ნაბიჯებით და ქალაქზე ზრუნვით. ასე, ცალკე აღებული კანდიდატების ფონზე, რომელთა ქმედუნარიანობა უცნობია, რა თქმა უნდა, კალაძე უკონკურენტოა. მაგრამ თუ პარტიების მიხედვით შეფასდა თბილისის მერის კანდიდატურები, იქ შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მით უფრო, თუ „ოცნებას“ დაბალი ექნება რეიტინგი რომელიმე კონკურენტ პარტიასთან.

მხოლოდ „ოცნების“ რეიტინგი საკმარისია კალაძის გამარჯვებისთვის? ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას მისცემს უშუალოდ კალაძეს, თუ პარტია „ქართულ ოცნებას“, რომლის მიმართ ნიჰილიზმი ეტაპობრივად მატულობს? ხმები, რომელსაც კალაძეს მიიღებს, ეს იქნება პარტიის ხმა, თუ პირადად კალაძის დამსახურებული ხმა?

– კახი კალაძეს შეუძლია თავისი ხმები აიღოს და საკმაოდ დიდი რაოდენობით. ვიმეორებ, სანახავია რეალური რეიტინგები. თუ აღმოჩნდა, რომ რეიტინგებში მარტო კალაძეს უფრო მეტი ხმა აქვს, ვიდრე „ოცნებასთან“ ერთად, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, კალაძისთვის ხელსაყრელი იქნება „ოცნებისგან“ დისტანცირება. ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური დისტანცირება და უფრო იმაზე პედალირება, რომ ის ქალაქის მერია, პოლიტიკური მიკუთვნელობის მიუხედავად, მისი ზრუნვა ერთნაირად ნაწილდება ყველაზე და ა.შ.

პროცენტული გათვლა როგორი იქნება, რაც გამორიცხავს მეორე ტურს? „ქართული ოცნების“ პირობებში კალაძე ერთადერთი მერია, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა. ვიცით, დავით ნარმანიას შემთხვევაში როგორ ვითარებაც იყო, დასჭირდა მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც ძალად მოხდა ნარმანიას გამარჯვება და ეს აშკარა იყო...

– აბსოლუტურად გეთანხმებით. დიდად დამაჯერებელი არ იყო ნარმანიას გამარჯვება. ეს მდგომარეობა კალაძესთან არ გვქონდა. ეს იმ კალაძესთან, რომელიც ჯერ კიდევ არ იცოდნენ როგორი მერი იქნებოდა. კალაძეს, როგორც პიროვნებას ფეხბურთელის რეიტინგი უფრო მოჰყვებოდა შლეიფად. დღეს უკვე ამ შლეიფს კალაძე უერთდება როგორც მერი და უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ კალაძე კარგი მერია. ამდენად, საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ კალაძეს დამარცხება გაუჭირდეს ნებისმიერ სხვა კანდიდატს, მით უმეტეს თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ კალაძემ კარგად იცის საზოგადოებასთან ურთიერთობა.

როგორც წესი, თვითმმართველობის არჩევნები არის ტესტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს არჩევნები შეცვლის პოლიტიკურ ძალთა ბალანსს და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი აქვს, თვითთმართველობის არჩევნების შედეგად დაკარგავს ამ სტატუსს და გაქრება პოლიტიკური ველიდან, ისევე როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხვევაში მოხდა?

– ძნელი სათქმელია, რადგან სიცოცხლისუნარიანობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაადასტურა. რაც შეეხება „მოქალაქეთა კავშირს, შევარდნაძე წავიდა სახლში, ეს პარტიაც წავიდა სახლში, გახსოვთ თქვენ ეს ისტორია. ასეთი რამ აქ არ მომხდარა და არ მოხდა იმიტომაც, რომ მიუხედავად იმისა ნაციონალები ტრაბახობენ ამ გამძლეობით, აქ სატრაბახო დიდად არაფერია. ნაციონალებს ემუქრებოდა სამართლებრივი დევნა, ანუ ციხე, რაც არ ემურებოდა „მოქალაქეთა კავშირს“. აი, ეს სამართლებრივი დევნის საფრთხე რომ აეცილებინათ თავიდან, მათ ბეჯითად დაიწყეს ოპოზიციური პარტიის გაძლიერება და ამ ოპოზიციონრობის ფარის უკან დგომა. ოპოზიციონრობა დიდხანს იცავდა მათ და გამოჩნდა კიდეც როდესაც დაიჭირეს მელია.

ოპოზიციური ნიშა გარკვეული დაცვის საშუალება არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“?

– რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ მისი სამრთლებრივი დევნა ყოველთვის დასავლეთს უჩენს კითხვას – ხომ არ არის პოლიტიკური დევნა. ამიტომაც არის, რომ ნაციონალები ყველა დაჭერაზე იძახიან, რომ პოლიტიკური პატიმარია და არა სამართლებრივი. ეს საფრთხე სულ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს რომ დაბალი რეიტინგი აიღონ, მაინც იგივე საფრთხე ექნებათ და შეიძლება ამოიწიოს ის ძველი საქმეები, რომლის უყუადღებოდ დატოვების გამო უჩივის ხალხი „ქართულ ოცნებას“. ეს საქმეები თუ ამოიწევა, ისევ დაიწყება პედალირება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იჭერენ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივი. აი, თუ ნაციონალები ჩაიწევენ არა მეორე, არამედ მესამე და მეოთხე ადგილზე, რაც გულისხმობს იმას, რომ გინდ დაჭირე, გინდ არა, ის მაინც ვერ იქნება ხელისუფლების კონკურენტი, მაშინ უკვე შეიძლება ეს ფარი, რასაც პოლიტპატიმრის იარლიყი ჰქვია, აღარ გამოადგეს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ დაიწყო ნაციონალების საქმეების გაცოცხლება და ხელახლა განხილვა, შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილებმა მიატოვონ ქვეყანა და მოხდეს ის, რაც „მოქალაქეთა კავშირის“ დროს ხდებოდა. ოღონდ გაიქცნენ არა სახლში, არამედ უცხოეთში. ამ შეთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, შეიძლება გაქრეს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ისევ იქნება მეორე ძალა, ვერავინ ვერ მოწყვიტავს პოლიტიკას, რადგან მათთვის პოლიტიკა გადარჩენის რგოლია.

trampi admin ....გამარჯობა

თხოვნა ---ლაგაზიძესთან ინტერვიუ აიღეთ ......
...მაგ ქალბატონმა მეტამორფოზა განიცადა და მგონი ისევ ძველებური, საღი აზროვნება, აღუდგა...
ბიძოზე გამწარებული..(რადგან თავისთან არ დაუძახა) 6-7 წელი თითქმის ყველა საქმეს უკუღმა გვიმტკიცებდა (მაგ მაწონი შავიაო) ...
. ოპოზიციას, (ფაქტიურად ნაცებს) ოცნების გაქანებული ლანძღვით ზურგს უმაგრებდა...........
ამ ე.წ. ,,მეგობრების,, ორმაგ- ოთხნმაგ სტანდარტებისა და იმათ გოთვერნობებზე, თუ ვინმე ხმას ამოიღებდა, ეგრევე რუსეთუმეს ეძახდა(დაჟე უარესებს)...
..ეხლა ეგრე აღარ ლაპარაკობს
საქართველოზე თქვა ....საქართველომ სათავისო დამოუკიდებელი გაწონასწორებული პოლიტიკა უნდა აწარმოოსო (ანუ ამერიკის სასარგებლოდ, იმათ დაკრულზე რუსის ტრაკში ეკლად არ უნდა ვიყოთო,მით უმეტეს საკუთარი თავის საზიანოდო).....
და ოპოზიციაზე თქვა კიდევ რომ ესენი ოპტომ ყველა მოსაშორებელიაო.......ოცნებაც მიალანძღა (აქაც ვეთანხმები)
მოკლედ უყურა უყურა ამ ქალბატონმა მოვლენებს....... ილაპარაკა და ილაპარაკა რეალობის წინაააღმდეგ მაგრამ ,,ჭირმა მაინც თავი ვერ დამალა,,
და რეალობა თქვა მაინც
ადრე ამ ქალბატონს მთელი ეს საიტი დიდ პატივს ვცემდით ....ჰოოდა საინტერესოა ამ შვიდი წლის მერე რას იტყვის



კახიშვილი კი მაინც კაი კაცად დარჩა.....
3 წლის უკან