სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა., „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53.92 % მიიღო.
მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსა მხარი ამომრჩეველთა 21.04%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს კი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“ იკავებს, რომელმაც 5.23% მიიღო.