პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ.
„კიბერშეტევის შედეგად, პოლონეთის ოფიციალური პირები, მინისტრები და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე დეპუტატები დაზარალდნენ“, - აღნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ.
მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია შიდა უსაფრთხოების სააგენტოსა და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს გადასცეს.
ანალიზის შედეგად, რომელიც პოლონეთის შესაბამისმა უწყებებმა და პოლონეთის მოკავშირეების სპეცსამსახურებმა ჩაატარეს, დადგინდა, რომ ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.
იაროსლავ კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. მას არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდში განხორციელდა კიბერშეტევა.