ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
იბრაჰიმ რაისიმ 17,6 მილიონი ხმა, მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მილიონი ხმა, აბდულნასერ ჰემატიმ - 2,4 მილიონი ხმა, კაზიზადე ჰაშემიმ კი მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
ირანის მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართა. კენჭისყრის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 00:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაღალი აქტივობის გამო ხმის მიცემა „ბოლო ამომრჩევლამდე“, 02:00 საათამდე გაგრძელდა.
პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა 50%+1 ხმა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 25 ივნისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.