პროფესიული დღე II საარტილერიო ბრიგადაში (ვიდეო)

პროფესიული დღე II საარტილერიო ბრიგადაში (ვიდეო)

არტილერიის დღე ხონში II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე ქართული ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“ მიულოცა. როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა აღნიშნა, „რუსთავი“ ყოველთვის მზად არის მონაწილეობა მიიღოს ჯარისკაცებისათვის გამართულ ღონისძიებებში.

ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე ოჯახის წევრებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმაც მიულოცეს. II საარტილერიო ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე მათთვის „ღია კარის დღე“ მოეწყო. კონცერტის დასრულების შემდეგ, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოჯახის წევრებსა და ლიცეუმის კურსანტებს სამუშაო გარემო გააცნეს.