საქართველოს შეიარაღებული ძალების II და III ქვეითი ბრიგადების საარტილერიო ბატალიონებმა ქართული არტილერიის 20 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად არტილერიის დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა აღნიშნეს. ღონისძიების დასაწყისში სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ თანამებრძოლთა ხსოვნას.
არტილერისტებს დღესასწაული ბესო ბერულაშვილმა იუმორისტული პროგრამითა და ანსამბლმა „ქუჩის მუსიკოსებმა“ მიულოცეს. კონცერტის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მცირე საზეიმო ვაშხამი გაიმართა.