ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, 66.8 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნა.
გარდა ამისა, 133 ქვეყანაში 234 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც საზღვარგარეთ მყოფი ირანელები ხმის მიცემას შეძლებენ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ არჩევნებში თავისი ხმა უკვე დააფიქსირა და მოსახლეობას მოუწოდა, იგივე გააკეთონ.
გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად იბრაჰიმ რაისი მიიჩნევა. იბრაჰიმ რაისი ირანის მართლმსაჯულების სისტემას ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე კი აბდოლნასერ ჰემათია, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი მეთაური.