საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ნატოში მიღებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შექმნილა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ნატოში მიღებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შექმნილა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მიღებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შექმნილა.

„მივიჩნევთ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის ნატოში მიღების პირობები ჯერ არ არის შექმნილი“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია BFMTV-სთან ინტერვიუში.

ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე ისაუბრა რუსეთზე და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება უნდა გაგრძელდეს.

„საფრანგეთის პოზიცია ის არის, რომ საჭიროა ზეწოლის განხორციელების გაგრძელება და სანქციების შენარჩუნება. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტური არ არის. ამასთანავე, რუსეთთან დიალოგის წარმოებაა საჭირო. რუსეთი რთული მეზობელია, თუმცა დიალოგი საჭიროა“, - აღნიშნა ჟან-ივ ლე დრიანმა.